Робота для біженців з України
ტერიტორიის განვითარების სპეციალისტი - აჭარა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტერიტორიის განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 01 აპრილი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ტერიტორიის განვითარების სპეციალისტის (HoReCa არხი) თანამდებობაზე აჭარის რეგიონში.

ძირითადი მოვალეობები:

** მოახდინოს ტერიტორიაზე ახალი, ძირითადი და პრიორიტეტული კლიენტების იდენტიფიცირება, მათი გაყიდვების გაზრდის გეგმების შემუშავება და განხორციელება და, პირადად და/ან გაყიდვების წარმომადგენელთან ერთად მონახულება პრობლემების გადასაჭრელად და კარგი პარტნიორული ურთიერთობის შესანარჩუნებლად.
** ობიექტებში უზრუნველყოს კომპანიის სტანდარტების შესაბამისი შესრულება (In Store Execution) მათ შორის პროდუქტის სწორად განლაგება, FIFO სტანდარტი, დისპლეების მონიტორინგი და POSM ის ეფექტური გამოყენება.
** შეაფასოს ობიექტებში კომპანიის სტანდარტების შესრულების დონე და საჭიროების შემთხვევაში დაგეგმოს შესაბამისი აქტივობები გაუმჯობესებისთვის. უზრუნველყოს ეფექტური დანერგვა პარტნიორ ობიექტებში და ორგანიზაციასთან შეთანხმებული ასორტიმენტის მართვა.
** განახორციელოს აქტივობების შეთანხმება და სინქრონიზაცია ტერიტორიის გაყიდვების მენეჯერთან და სხვა ჩართულ გუნდებთან, რათა უზრუნველყოს კამპანიების, პრომოაქტივობებისა და ველზე დაგეგმილი აქტივობების სწორი და დროული შესრულება.
** მონაწილეობა მიიღოს ყოველდღიურ, ყოველთვიურ და ასევე რეგიონულ დაგეგმვისა და მიმოხილვის შეხვედრებში, შეავსოს სავალდებულო ანგარიშები და უზრუნველყოს საჭირო საინფორმაციო მასალების მომზადება.
** უზრუნველყოს სწორი და ზუსტი რეპორტინგი განთავსებულ/დამონტაჟებულ სავაჭრო მოწყობილობებზე, უზრუნველყოს საჭირო დოკუმენტების შევსება (მაცივრის გატანის/გამოტანის ფორმა, კონტრაქტი, სავაჭრო მოწყობილობის ფოტოები და ა.შ
** მოამზადოს გაყიდვების პრეზენტაციები, კონტრაქტები და წინადადებები მენეჯმენტის მიერ დამტკიცებული კონტრაქტების პირობების შესაბამისად.
** აკონტროლოს მიმდინარე აქტიური მომხმარებელთა ბაზა მოცემულ ტერიტორიაზე.

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება სასურველია
** 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე, სასურველია HoReCa არხის მიმართულებით
** ქართული ენა - თავისუფლად, სასურველია ინგლისური
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარები
** შედეგებზე ორიენტირებული
** აუცილებელია მართვის მოწმობისა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომანქანის ქონა

რას გთავაზობთ?

** პროფესიონალთა გუნდთან ერთად განვითარება და დაწინაურების პერსპექტივა
** კონკურენტული ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
** გადაადგილების ხარჯების უზრუნველყოფა (საწვავი, ავტომანქანის ცვეთა)
** ჯანმრთელობისა დაზღვევა

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 1 აპრილამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე