|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სტენდერსი
|
|
გამოქვეყნდა: 17 მარტი
/ ბოლო ვადა: 31 მარტი
|
კოსმეტიკური ბრენდი "STENDERS"-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: რუსთაველის 2/4. სავაჭრო ცენტრი "გალერეა თბილისი".
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც.
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური, თავაზიანი, ენერგიული.
** ორგანიზებული, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით.
** გუნდის მართვის უნარი.
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა.
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით;
** პროდუქციის განლაგების კონტროლი და მერჩენდაიზინგი.
სამუშაოს ხანგრძლივობა:
** სრული განაკვეთი (კვირაში 5 სამუშაო დღე, სამუშაო საათები დღეში: 6 - 7 სთ)
** ანაზღაურება 1000 ლარი + ბონუსი გაყიდევბის მიხედვით.
** კომპანია გთავაზობთ, სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას. სტაჟის მატებასთან ერთად გათვალისწინებულია ანაზღაურების მატება.
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით, მისამართზე: geostenders@gmail.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 31 მარტი.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები, "სტენდერს"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
|
|
|
|