|
დასახელება:
ღონისძიებების და რესტორნის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 17 მარტი
/ ბოლო ვადა: 17 აპრილი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებების და რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის აღწერა:
მენეჯერი პასუხისმგებელია რესტორნის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების და ღონისძიებების ორგანიზებასა და მართვაზე. პოზიცია მოიცავს მომსახურების ხარისხის კონტროლს, გუნდის მართვას, ადმინისტრაციულ პროცესებს, დეპარტამენტებთან კოორდინაციასა და მომხმარებელთა მაღალი ხარისხით მომსახურების უზრუნველყოფას. ადგილმდებარეობა - საგარეჯოს რაიონი.
ღონისძიებების კუთხით ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსული მოთხოვნების მიღება, ანალიზი და პროფესიონალური დამუშავება
** დამკვეთის საჭიროებების სიღრმისეული გააზრება და ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება
** ღონისძიების კონცეფციის, დღის წესრიგისა და რესურსების დაგეგმვა
** მიმდინარე და დადასტურებული სტატუსების მართვა და გაყიდვების რეპორტინგი
** Conversion-ის ზრდაზე ორიენტირებული გაყიდვების პროცესი
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება ფასისა და ხარისხის ოპტიმიზაციის მიზნით
** სანდო მომწოდებლებისა და პარტნიორების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება
** ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება
** ფასების, პაკეტებისა და კომერციული პირობების ეფექტური გამოყენება
** Upsell და Cross-sell სერვისების შეთავაზება შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით
** ღონისძიებების სრულ ციკლზე ორგანიზება, კოორდინაცია და ზედამხედველობა
** ღონისძიებამდე ყველა სივრცის, ტექნიკისა და სერვისის მზადყოფნის კონტროლი
** ღონისძიების მიმდინარეობისას პროცესების მართვა და ხარისხის კონტროლი
** ჯავშნების სისტემაში ინფორმაციის ზუსტად ასახვა
** ინვოისების მომზადება და კონტროლი
** ცვლილებების დროული ასახვა და ოფიციალური დადასტურებების გაგზავნა
** ღონისძიების დასრულების შემდეგ შედეგების ანალიზი
** რეპორტების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა
რესტორნის მენეჯმენტის კუთხით ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** რესტორნის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტური მართვა;
** მომსახურების ხარისხის, სისუფთავის და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
** გუნდის მართვა, სამუშაოს გადანაწილება და შესრულების მონიტორინგი;
** თანამშრომლების მუშაობის შეფასება და მათი პროდუქტიულობის გაუმჯობესება;
** თანამშრომელთა მოტივაცია და დისციპლინის მართვა;
** ადმინისტრაციული პროცესების მართვა.
** არსებული და ახალი თანამშრომლების დატრენინგება;
** შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი (Food Cost, Beverage Cost, Labor Cost);
** ფასების პოლიტიკის განსაზღვრა;
** მოგებიანობის ზრდაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება.
** შემოსავლების და ხარჯების რეპორტინგი;
** პრობლემური სიტუაციების დროული გადაწყვეტა;
** რესტორანში ინვენტარიზაციის/აღწერის ორგანიზება და კონტროლი;
** მომსახურების ხარისხის სტანდარტების დანერგვა და კონტროლი;
** სტუმრების კმაყოფილების მონიტორინგი და უკუკავშირის ანალიზი;
** სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია ეფექტიანობის ზრდის მიზნით.
** საკვები პროდუქტების მარაგების მართვა და დანაკარგების შემცირება.
** სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა;
** კერძებისა და სასმელების ხარისხის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია Hospitality / Business Management მიმართულებით);
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება Food & Beverage მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე;
** გუნდთან კომუნიკაციის კარგი უნარი და ლიდერული თვისებები;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** საოფისე და სარესტორნო მართვის პროგრამების ცოდნა.
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი
** გაყიდვებზე და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება
** ორგანიზებულობა და დეტალებზე მაღალი ყურადღება
** ენერგიულობა და ინიციატივიანობა;
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
** პრობლემის სწრაფი ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისურის და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
სამუშაო პირობები:
** კონკურენტული ანაზღაურება: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე;
** საბონუსე სისტემა;
** საწვავის ხარჯის ანაზღაურება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.
** სამედიცინო დაზღვევა;
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე resortvacancyemail@gmail.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|