Робота для біженців з України
სტრატ. ანალიზის სამმართვ. მეორადი სტრ. ერთეულის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტრატ. ანალიზის სამმართვ. მეორადი სტრ. ერთეულის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
სსიპ - "საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური" აცხადებს ღია კონკურსს სტრატეგიული ანალიზის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ფუნქციები:

** სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, განსაზღვრული წესის მიხედვით ხსნის საქმეს და პასუხისმგებელია საქმის წარმოებაზე, მათ შორის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების სათანადო შენახვაზე;
** მონაწილეობას იღებს მისთვის დავალებული კონკრეტული სტრატეგიული ანალიზის (საქმის) დაგეგმვის პროცესში;
** სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს საქმისათვის საჭირო ინფორმაციის შესაძლო წყაროებს და ამყარებს მათთან კომუნიკაციას;
** სამსახურის უფროსთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით ანგარიშვალდებული პირებისგან, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ორგანოდან და დაწესებულებიდან (მათ შორის, უცხოეთის შესაბამისი სამსახურებიდან) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი წერილის მომზადებას; ასევე მოიპოვებს და აანალიზებს სხვა დამატებით ინფორმაციას, მათ შორის ზეპირი ან ელექტრონული ფორმით მიღებულ ინფორმაციას, რომელიც ასევე აღირიცხება და სისტემატიზირდება;
** ახდენს მიღებული მონაცემების გასუფთავებას, დაკავშირებას, შეფასებას, ანალიზს და ანალიზის შედეგების ინტერპრეტირებას;
** სამსახურის უფროსთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით ხურავს საქმეს, ან ამზადებს შესაბამის სტრატეგიული ანალიზის ანგარიშს, საჭიროების
შემთხვევაში, თანდართული რეკომენდაციებით ადრესატი მხარეებისათვის გადასაგზავნად;
** ახორციელებს ანგარიშის ადრესატი მხარეებისგან უკუკავშირის მიღებას და ითვალისწინებს მას შემდგომში სტრატეგიული ანალიზების დაგეგმვისას;
** აანალიზებს საკუთარი საქმიანობის შედეგებს და სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამუშაო პროცესის გაუმჯობესების შესახებ.
** უზრუნველყოფს ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
** ამზადებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციაზე შესაბამის პასუხს;
** ასრულებს სამმართველოს უფროსის და უფროსის მოადგილის დავალებებს.

მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი
** სამუშაო გამოცდილება - 4 წელი
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა

თანამდებობრივი სარგო - 6400 ლარი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე

საკონკურსო თემატიკა:

** "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონი
** სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულება
** სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები (იხილეთ ბმულზე https://www.fms.gov.ge//ka/laws/regulations).
** ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების (მათ შორის, FATF-ის (ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის) რეკომენდაციების (იხილეთ ბმულზე https://www.fms.gov.ge/ka/fatf-სტანდარტი) ცოდნა (სასურველია);

დამატებითი მოთხოვნები:

** ინფორმაციის/მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება;
** საბანკო-საფინანსო ან ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** სასურველია კომპიუტერული პროგრამების - Access, Power BI, SQL, MS Visio ცოდნა;

დამატებითი ინფორმაცია

** აუცილებელია, კანდიდატმა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
** კანდიდატი ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის გათვალისწინებით;
** კანდიდატთან დაკავშირება განხორციელდება განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს შერჩევის მიზნებით და ასევე, გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიების/გადამოწმების თაობაზე.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/98314?active=1, გაიაროთ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და გააკეთოთ განაცხადი ვაკანსიაზე 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე