Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708491&print=yes&view=jobs
 
ანალიტიკური სამმართველოს მეორადი სტრ. ერთეულის ხელმძღანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანალიტიკური სამმართველოს მეორადი სტრ. ერთეულის ხელმძღანელი
მომწოდებელი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
სსიპ - "საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური" აცხადებს ღია კონკურსს ანალიტიკური სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ფუნქციები:

** ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების, აგრეთვე, პრედიკატიული დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ახდენს შემოსული ინფორმაციის (მათ შორის, დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციის) ანალიზს. სამმართველოს უფროსს ატყობინებს შემოსული ინფორმაციის შესახებ, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ფულის გათეთრებას, ტერორიზმის დაფინანსებას ან/და პრედიკატიული დანაშაულის ჩადენას;
** სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში, (შესაბამისი ფორმის მიხედვით) ხსნის საქმეს და პასუხისმგებელია საქმის წარმოებაზე;
** სამსახურის უფროსთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისგან, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ორგანოდან და დაწესებულებიდან (მათ შორის, უცხოეთის შესაბამისი სამსახურებიდან) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი წერილის მომზადებას; ასევე მოიპოვებს და აანალიზებს გარიგებაში მონაწილე პირების შესახებ სხვა დამატებით ინფორმაციას (თუ დამატებითი ინფორმაციის წერილობითი მოპოვება ვერ ხერხდება, საქმის წარმოებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ზეპირი ან ელექტრონული ფოსტის ფორმით მიღებული ინფორმაცია, რომელიც ასევე აღირიცხება და სისტემატიზირდება);
** სამსახურის უფროსთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით ხურავს საქმეს, ხოლო დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, რომ საქმე შესაძლოა უკავშირდებოდეს ფულის გათეთრებას ან ტერორიზმის დაფინანსებას ან/და პრედიკატიულ დანაშაულს ამზადებს შესაბამის ინფორმაციასა და მასალებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში გადასაგზავნად;
** აანალიზებს საკუთარი საქმიანობის შედეგებს და სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამუშაო პროცესის გაუმჯობესების შესახებ. წარუდგენს მას ანგარიშს თავისი მუშაობის შესახებ;
** უზრუნველყოფს ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას;
** დროულად რეაგირებს შემოსულ წერილებზე და ასრულებს სხვა დავალებებს;
** ასრულებს სამმართველოს უფროსის მითითებებსა და დავალებებს.

მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი
** სამუშაო გამოცდილება - 4 წელი
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა

თანამდებობრივი სარგო - 6400 ლარი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;
** "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონი;
** მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის პროცესის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები (იხილეთ ბმულზე https://www.fms.gov.ge//ka/laws/regulations).

დამატებითი მოთხოვნები:

** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება, სასურველია საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მათ შორის, საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის (MS Office Word, Outlook, PowerPoint, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** სტატისტიკის საფუძვლების ცოდნა და საქმიანობაში გამოყენების გამოცდილება;
** ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის (SPSS, Excel add-in - Analysis ToolPak) და ანალიზის შედეგების ვიზუალიზაციის (MS Visio) პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
** სხვადასხვა ელექტრონული წყაროებით ინფორმაციის მოძიების და მოპოვებულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** საერთაშორისო ტრენინგებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია);
** კრიპტოაქტივებთან დაკავშირებულ ტრენინგებში მონაწილეობა და შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა (სასურველია).

დამატებითი ინფორმაცია:

** აუცილებელია, კანდიდატმა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
** კანდიდატი ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის გათვალისწინებით;
** კანდიდატთან დაკავშირება განხორციელდება განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს შერჩევის მიზნებით და ასევე, გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიების/გადამოწმების თაობაზე.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/97912?active=1, გაიაროთ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და გააკეთოთ განაცხადი ვაკანსიაზე 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია