Робота для біженців з України
ინსპექტირებისა და ტექნიკური შეფასების მომსახურების შესყიდვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინსპექტირებისა და ტექნიკური შეფასების მომსახურების შესყიდვა
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 27 მარტი
თანდართული ფაილი: 708487_Application_form__4__4431542.zip
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი - აცხადებს ტენდერს:

ა) ნომრით: #-EF-GE/846
ბ) დანიშნულება: საწყობის მეტალის სტატიკური შენახვის სისტემების (racking systems) ინსპექტირებისა და ტექნიკური შეფასების მომსახურების შესყიდვაზე EN 15635:2008 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა მეილზე უნდა წარადგინონ:

** შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა (შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში).
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან

ტენდერის პირობები:

** ფასები უნდა მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
** გადახდის პირობა: 60 დღის შემდგომ.

გთხოვთ, გადმოგზავნილ დოკუმენტაციაში აუცილებლად მიუთითოთ:

** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
** მომსახურების მიზანია საწყობში არსებული თაროების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სტრუქტურული დაზიანებების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და რეკომენდაციების მომზადება, შესაბამისი შემოწმების აქტების მომზადება და შემომწების აღნიშვნების ნიშანდება (მარკირება/დასტიკერება).

სამუშაოების აღწერა:

** შერჩეულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სამუშაოების შესრულება ჯამში თაროს 80 სექციისათვის:

ინსპექტირება:

** საწყობის ყველა არსებული მეტალის თარო სისტემის ვიზუალური და ტექნიკური ინსპექტირება;
** ინსპექტირების ჩატარება EN 15635:2008 - Steel static storage systems — Application and maintenance of storage equipment სტანდარტის მიხედვით;

სტრუქტურული ელემენტების შემოწმება, მათ შორის:

** სვეტები (uprights)
** ჰორიზონტალური და დიაგონალური კავშირები
** ბიმები
** დამცავი ელემენტები (column guards, end barriers და სხვ.)
** დამაგრების ელემენტები (anchors, locking pins).

დაზიანებების შეფასება:

** აღმოჩენილი დაზიანებების კლასიფიკაცია (Low / Medium / High Risk) EN 15635-ის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
** არასწორი გამოყენების, გადატვირთვის ან მექანიკური ზემოქმედების ნიშნების იდენტიფიცირება;
** საფრთხის შემცველი ელემენტების გამოვლენა.

დოკუმენტაცია და ანგარიშგება:

დეტალური ინსპექტირების ანგარიშის მომზადება, რომელიც მოიცავს:

** შემოწმებული ზონების ჩამონათვალს
** აღმოჩენილი შეუსაბამობების აღწერას
** ფოტომასალას
** რისკის შეფასებას
** რეკომენდებულ მაკორექტირებელ ქმედებებს
** ნიშანდება (დასტიკერება/მარკირება) შემოწმებული თაროების.

ტექნიკურ პასპორტების შექმნას იმ თაროებზე, რომელსაც არ გააჩნია.

სავალდებულო მოთხოვნები მიმწოდებლის მიმართ:

ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საწყობის თარო სისტემების ინსპექტირებაში;
** EN 15635:2008 სტანდარტის ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება;
** კომპეტენტური ინსპექტორის / კონსტრუქტორის ჩართულობა;
** შესაბამისი ტექნიკური და პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
** ანალოგიური შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი (რეფერენსები).

სატენდერო წინადადება აუცილებლად უნდა გადმოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართებზე:

tenders@ge.anadoluefes.com
megi.maisuradze@ge.anadoluefes.com

შემოთავაზების მიღება იწყება: 17.03.2026

შემოთავაზების მიღება მთავრდება: 27.03.2026

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

მეგი მაისურაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
megi.maisuradze@ge.anadoluefes.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე