Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708480&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი/გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი/გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: CENTRUM
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
CENTRUM არის ქალაქის პირველი ბრენდული აპარტამენტების კომპლექსი, რომელიც საერთაშორისო სასტუმროების ქსელ Radisson-თან თანამშრომლობით შეიქმნა.

პროექტი მდებარეობს ისტორიული ბალახვანის კიბის მიმდებარედ — იქ, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ხვდება. კომპლექსიდან იშლება პანორამული ხედები ბაგრატის ტაძარზე, ქუთაისის რკინიგზის სადგურსა და ვანის მთებზე.

CENTRUM არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი — ეს არის სრულყოფილი ეკოსისტემა თანამედროვე ცხოვრებისათვის.

პოზიცია: ოფისის მენეჯერი / გაყიდვების მენეჯერი ქალაქ ქუთაისში.

პოზიციის დეტალები:

ლოკაცია: ქუთაისი, ჯიბლაძის ქუჩა 11
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ხელფასი: 1200-1500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

პოზიციის აღწერა:

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს ოფისის გამართულ ფუნქციონირებას და აქტიურად იქნება ჩართული გაყიდვების პროცესში.

ძირითადი მოვალეობები:

ადმინისტრაციული ნაწილი:

** ოფისის ყოველდღიური ოპერაციების მართვა

** კლიენტების მიღება

** დოკუმენტაციის წარმოება და დაარქივება

გაყიდვების ნაწილი:

** დაინტერესებული კლიენტებისთვის პროექტის ლოკაციის ჩვენება
• პროექტის დეტალური პრეზენტაცია

** ფასებისა და გადახდის პირობების ახსნა

** მოლაპარაკებების წარმართვა და გაყიდვის დახურვა

** CRM სისტემაში მონაცემების განახლება

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები

** მოლაპარაკებების წარმართვის გამოცდილება

** ორგანიზებულობა და მრავალფუნქციურ გარემოში მუშაობის უნარი
• პასუხისმგებლობის მაღალი დონე

** MS Office პროგრამების ცოდნა

** სასურველია უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება

რატომ CENTRUM?

** მუშაობა საერთაშორისო ბრენდის — Radisson-ის სტანდარტთან დაკავშირებულ პროექტზე

** კარიერული ზრდის შესაძლებლობა

** პროფესიული განვითარება

** მონაწილეობა უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი პროექტის, ქუთაისის ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნაში

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: info@centrumkutaisi.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია