Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708477&print=yes&view=jobs
 
მზარეულის დამხმარე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: ტურინვესტ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარეს პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან "არგო"-ში.

ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!

** ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება მზარეულისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა პროდუქტების მომზადების დროს და ჰიგიენური ნორმების დაცვა;

ძირითადი მოვალეობები:

** მზარეულისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა პროდუქტების მომზადების დროს;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
** სამზარეულოში ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა;
** სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ბარში ან რესტორანში;
** თავაზიანი;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყაფირ შერვაშიძის აღმართი №78
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;

კომპანიის შესახებ:

ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:

** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია