Робота для біженців з України
ნარჩენების გატანის თანამშრომელი/კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ნარჩენების გატანის თანამშრომელი/კურიერი
მომწოდებელი: Pickup
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის კომპანია "Pickup.ge"-ი აცხადებს ვაკანსიას (უკონტაქტო) ნარჩენების გატანის თანამშრომლის (კურიერი) პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო დრო მაქსიმუმ 2 საათი დღეში

Pickup.ge საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სტარტაპია. ჩვენ მომხმარებლეს საშუალებას ვაძლევთ მარტივად მოიშორონ საყოფაცხოვრებო ნარჩენები მობილური აპლიკაციისა და ვებ-პლატფორმის გამოყენებით სახლიდან გაუსვლელად. სრულიად უკონტაქტოდ!

ჩვენი მიზანია, აპლიკაციის გამოყენებით, მომხმარებელს გავუმარტივოთ ყოველდღიურობა.

იდეალური სამუშაო სტუდენტებისთვის - შეგეძლება სწავლასთან კომბინირება. ასევე, სტაბილური დამატებითი შემოსავალი ნებისმიერი მსურველისთვის.

სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი!
არ გჭირდება მართვის მოწმობა!
არ გჭირდება ენების ცოდნა!
არ გჭირდება სკუტერი ან ავტომანქანა!

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 17 აპრილი, 2026 წელი
მდებარეობა: თბილისი, საქართველო.

რა გჭირდება?

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სმარტ ტელეფონი და სამუშაო საათებში ინტერნეტი;
** სმარტფონის და სხვადასხვა აპლიკაციების მოხმარების მინიმალური უნარ-ჩვევები;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა.

სამუშაოს აღწერა: ბინის კარიდან ნარჩენების გამოტანა გორგოლაჭიანი პლასტმასის ურნის მეშვეობით და მუნიციპალურ ბუნკერში მოთავსება.

სამუშაო ადგილი: საცხოვრებელი კორპუსები (კონკრეტულად შერჩეული საცხოვრებელი კომპლექსი/კორპუსი).

გრაფიკი: ყოველდღე (დილით 9-11 საათამდე. მაქსიმალური სამუშაო დრო: 2 საათი)
ხელფასი: 300 - 450 ლარი (ხელზე ასაღები). დამოკიდებულია დატვირთვაზე.

სპეციალური ეკიპირებით კურიერს უზრუნველყოფს კომპანია.

თუ გაინტერესებს, დაგვიკავშირდი: hrpickup10@gmail.com

დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 595 90 86 80; 599 55 59 74

ასევე გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ დასახელება: ნარჩენების გატანა. ასევე, მეილში მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ტელეფონი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე