Робота для біженців з України
ოფისის ადმინისტრატორი - დიდი დიღომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ვისტამედი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას ვაკის ფილიალის ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტების მიღება და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** პაციენტების ინფორმირება პროდუქტების, სერვისების/პაკეტების, ფასების შესახებ;
** პაციენტების რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში;
** ანგარიშსწორება (სალაროს მართვა და კონტროლი);
** დღის ბოლოს სალაროს ნაშთის შემოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (სასურველია);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესია).

პიროვნული თვისებები:

** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა:
თვეში 15 სამუშაო დღე (ცვლაში, 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება).
სამუშაო საათები: 08:30-18:00.
ქ.თბილისი. ვაკე, შროშის ქუჩა N14.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე: hrvistamedi@gmail.com წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ვაკის ფილიალის ოფისის ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე