Робота для біженців з України
საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე
მომწოდებელი: IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას
საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2017 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს დაზღვევის მიმართულებით.


დეტალური ინფორმაცია იხილეთ საიტზე: https://igg.ge/

პოზიციის მოკლე აღწერა: საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე პასუხისმგებელია მომხმარებელთა მომსახურების პროცესის ეფექტურად მართვაზე, საინფორმაციო სამსახურის გუნდის კოორდინაციაზე და მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საინფორმაციო/ქოლ-ცენტრის ყოველდღიური მუშაობის კოორდინაცია და კონტროლი
** საინფორმაციო სამსახურის უფროსის მხარდაჭერა გუნდის მართვაში
** ოპერატორების სამუშაო პროცესის მონიტორინგი და მომსახურების ხარისხის კონტროლი
** მომხმარებელთა მიმართვებისა და საჩივრების განხილვა/ესკალაცია საჭიროების შემთხვევაში
** თანამშრომლების დატრენინგება, ინსტრუქციების შესრულების კონტროლი
** მომსახურების სტანდარტების დაცვა და გაუმჯობესების ნიციატივების წარდგენა
** სამუშაო გრაფიკების დაგეგმვაში მონაწილეობა
** ანგარიშგებების მომზადება (ზარების სტატისტიკა, მომსახურების ხარისხი და სხვა)
** სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია მომხმარებლის საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით
** სისტემებში ინფორმაციის სწორად დაფიქსირების კონტროლი
** საჭიროებისამებრ დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება

განათლება და გამოცდილება:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაცია (ზეპირი და წერითი)
** გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარი
** პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი გამოცდილების შესაბამისად

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: bitsadze@myigg.ge | bunadze@myigg.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე