|
დასახელება:
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
მიფასი
|
|
გამოქვეყნდა: 17 მარტი
/ ბოლო ვადა: 17 აპრილი
|
კომპანია "მიფასი" 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. "მიფასის" სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.mifasi.ge
Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI
ჩვენი გუნდი ეძებს ციფრული მარკეტინგის სპეციალისტს.
მოვალეობები:
** სოციალური ქსელებისთვის პოსტების მომზადება და განთავსება;
** რეკლამების ორგანიზება და გაშვება (სოციალური ქსელების პლატფორმებზე);
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა შედეგის გასაუმჯობესებლად;
** ლიდების გენერაცია და რაოდენობრივი ზრდა;
** რეკლამის შედეგების ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ციფრული მარკეტინგის საბაზისო ცოდნა;
** რეკლამების მართვის გამოცდილება (Meta Ads Manager და სხვა);
** გრაფიკული დიზაინის საბაზისო ცოდნა;
ანაზღაურება:
** ანაზღაურება გამომუშავებადი (ლიდებისა და პოსტების მიხედვით)
** გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.
** ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** უფასო კორპორატიულ ტელეფონს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 16.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mifasitoday@gmail.com-ზე. სათაურში (subject-ში) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|