|
დასახელება:
საიტ მენეჯერი/ტექნიკური მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ქეფითალ სითი გრუფ ინვესთ
|
|
გამოქვეყნდა: 17 მარტი
/ ბოლო ვადა: 17 აპრილი
|
სამშენებლო კომპანია შპს "ქეფითალ სითი გრუფ ინვესთ" აცხადებს ვაკანსიას საიტ მენეჯერი/ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე
მოვალეობები:
** გაეცნოს და შეისწავლოს სამშენებლო პროექტი, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული სტანდარტები და სტანდარტული კვანძების მოწყობის წესები;
** ობიექტზე ყოველდღიურად აკონტროლოს სამშენებლო პროცესები და შეასრულოს საზედამხედველო მოვალეობები;
** აკონტროლოს სამშენებლო სამუშაოების ხარისხი და ვადები;
** მუდმივად შეამოწმოს შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა;
** ობიექტზე აკონტროლოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და დარღვევის შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს;
** აზომოს ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობები;
** მოითხოვოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირისგან სამშენებლო ნორმების დაცვა;
** გამოავლინოს ობიექტზე სტანდარტებიდან გადახვევა, დაუდევრობით ან გამოუვალი მდგომარეობით გამოწვეული ცვლილებების არსებობა და მოახდინოს უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** მოაწეროს ხელი ფარული სამუშაოების ოქმებს;
** დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს დარღვევების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სამშენებლო ვადების და ღირებულების ცვლილება;
** დაესწროს დაკვალვის სამუშაოებს და აკონტროლოს სამუშაო პროცესი;
** სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას აღმოაჩინოს და დაარეგისტრიროს დაუსრულებელი ან/და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, აცნობოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს და უშუალო ხელმძღვანელს;
** აკონტროლოს ხარვეზის გამოსწორება და ტემპები;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** მინიმუმ ერთი დასრულებული მრავალბინიანი პროექტის მართვის გამოცდილება;
** აუცილებელია Cad (AutoCad; ArchiCad), MS Office პროგრამების ცოდნა;
** სამშენებლო ნახაზების (კონსტრუქცია, არქიტექტურა, MEP) წაკითხვის უნარი;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV აღნიშნულ მეილზე: shorena.onashvili@avenew.ge და აუცილებლად მიუთითოთ აღნიშნული პოზიცია.
|
|
|
|