Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708360&print=yes&view=jobs
 
მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: Costa Coffee
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
"Costa Coffee Georgia"-ს გუნდში ვეძებთ მაღაზიის მენეჯერს.

Costa Coffee მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანული ყავის ბრენდია, რომელსაც უკვე 50 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და 50-ზე მეტ ქვეყანაში გულით უმასპინძლდება ყავის მოყვარულებს.

ლოკაცია:

** ქ. თბილისი, საბურთალო, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N14
** ქ. თბილისი, საბურთალო, მარშალ გელოვანის N23

სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00, შესვენება 13:00 - 14:00

ფუნქცია/მოვალეობები:

** ფილიალის ყოველდღიური ოპერაციების დაგეგმვა და მართვა
** ბრენდი Costa Coffee-ის საერთაშორისო სტანდარტების დაცვა და კონტროლი
** ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და კონტროლი
** თანამშრომელთა მოტივაციის, ჩართულობისა და შეფასების პროცესში მონაწილეობა
** მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე ზრუნვა და გაყიდვების კონტროლი
** პროდუქციის მარაგების, ვადების კონტროლი და შეკვეთების პროცესის მართვა
** ფინანსური ანგარიშგების და სალარო ოპერაციების კონტროლი
** ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება მენეჯერისთვის
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება მენეჯერის მითითებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის, მენეჯმენტის ან მომიჯნავე სფეროში.
** 2 ან 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე საცალო ვაჭრობის ან კვების სფეროში
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ძლიერი ლიდერული და ორგანიზაციული უნარები
** გუნდთან მუშაობისა და მართვის უნარი
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** ოპერაციული პროცესების ეფექტურად მართვის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@costacoffee.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31.03.2026

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და თქვენი რეზიუმე შეინახება კანდიდატთა ბაზაში 1 წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია