Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708345&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: საცხობი მერდინი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
მომწოდებელი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: შერეული (სამუშაოს ნაწილი შესაძლებელია შესრულდეს დისტანციურად, ნაწილი კი საჭიროებს ადგილზე მუშაობას)
ანაზღაურება: 4000 ლარიდან ზემოთ, ხელზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული საბუღალტრო განათლება
** პროფესიული ან უმაღლესი ფინანსური განათლება
** საერთო სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 5 წელი
** კვების ობიექტის ბუღალტერიის კეთების გამოცდილება - არანაკლებ 2 წელი
** ფინანსური ანგარიშგებების (მოგება-ზარალის, ბალანსის, ფულის მოძრაობის, კაპიტალის მოძრაობის უწყისები) მომზადების გამოცდილება
** Reportal.ge -ზე მუშაობის გამოცდილება
** საბუღალტრო პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება

შემდეგი სტანდარტების და კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა:

** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები
** საქართველოს კანონმდებლობა საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში

ძირითადი მოვალეობები:

** სააღრიცხვო დოკუმენტაციის დროულად და სწორად გაფორმების კონტროლი და უზრუნველყოფა; მათი მოწესრიგებულად შენახვის უზრუნველყოფა;
** სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება, საბუღალტრო პროგრამაში ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების გატარება;
** ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა პერიოდული ინვენტარიზაციის ორგანიზება;
** დებიტორებთან და კრედიტორებთან შედარებების სისტემატურად წარმოება;
** საგადასახადო ორგანოებში წარსადგენი დეკლარაციებისა თუ სხვა დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
** თვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების შედგენა;
** Reportal.ge-ზე წარსადგენი ანგარიშგებების შედგენა და წარდგენა;
** კომპანიის ხელმძღვანელობის კონსულტირება საბუღალტრო, ფინანსურ, საგადასახადო საკითხებზე;
** კომპანიის ხელმძღვანელობისათვის სხვადასხვა ინდივიდუალური შინაარსის ანგარიშების მომზადება სააღრიცხვო მონაცემებზე დაყრდნობით;
** თავის საქმიანობაში/სფეროში შემაფერხებელი გარემოებების გამოვლენა, მათი მოგვარების ორგანიზება, ხელმძღვანელობის ინფორმირება პრობლემების და მათი მოგვარების გზების შესახებ;
** საბუღალტრო აღრიცხვის პროცესში ხარვეზების გამოვლენა, ხელმძღვანელობის ინფორმირება და ხარვეზების აღმოფხვრის უზრუნველყოფა (იქნება ეს დოკუმენტების შექმნა, მათი აღრიცხვა, საბუღალტრო პროგრამის ფუნქციონირება თუ სხვა);
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება მის კომპეტენციასთან დაკავშირებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@gurmania-merdini.com

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, CV-ს გამოგზავნიდან 1 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია