Робота для біженців з України
მოლარე/კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე/კონსულტანტი
მომწოდებელი: მესერ+
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
"მესერ+" აცხადებს ვაკანსიას მოლარე/კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:

** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის სტანდარტების მიხედვით;
** ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქტების მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
** ობიექტზე არსებული მარაგების კონტროლი, აღნიშნულის დახლზე გადანაწილება, განახლება და შევსება;
** სალაროს მომსახურება
** დახლში არსებული ხაზის მოწესრიგება;
** პროდუქციის აწონა და მომხმარებელთან მიწოდება.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გაყიდვების კონსულტანტს, რომელსაც აქვს:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მოტივაცია, ორგანიზებულობა და პროფესიული განვითარების სურვილი;
** სასურველია მომსახურების სფეროში გამოცდილება.

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 9 საათი, დილის 09:00-დან 18:00-მდე, კვირაში 5 დღე, დასვენება - შაბათ-კვირას;
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;
** ანაზღაურებას: 1000 ლარი;
** კვებას უზრუნველყოფს კომპანია;
** ლოკაცია: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 598 33 82 32
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე