|
დასახელება:
საზოგადოებასთან ურთიერთობის/პიარის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სკოლა-ლიცეუმი პრომეთე
|
|
გამოქვეყნდა: 16 მარტი
/ ბოლო ვადა: 16 აპრილი
|
30 წლიანი გამოცდილების მქონე კერძო სკოლა, სკოლა-ლიცეუმი "პრომეთე" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის (პიარის) მენეჯერის პოზიციაზე.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია აღნიშნულ ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება (სასურველია იგივე სფეროში მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება);
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, ინგლისური - მინიმუმ B2 დონეზე, რუსული ენა - საკომუნიკაციო;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** გრაფიკული რედაქტირების პროგრამების ცოდნა (მაგ. Adobe Photoshop)
პიროვნული მახასიათებლები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა.
კონკურსის ჩატარების წესი:
კონკურსის ჩატარების ეტაპებია:
** განაცხადების გადარჩევა;
** ტესტირება
** გასაუბრება;
ძირითადი მოვალეობები:
** სოც ქსელების მართვა;
** სკოლის საიტის მართვა;
** შიდა და გარე კვლევების ორგანიზება, შედეგების დამუშავება და ანალიზი;
** მშობლებთან ურთიერთობა;
** პიარ კამპანიების დაგეგმვა და ორგანიზება;
** სხვა საქმიანობა, რაც დაკავშირებული იქნება მოცემულ პოზიციასთან.
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 17:00 სთ.
სკოლა მდებარეობს მუხიანის მე-4 ბ მიკროში.
თუ დაინტერესდით აღნიშნული პოზიციით, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV, ფოტო 3X4 - ზე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ. მისამართზე: hr@promete.ge წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია და თქვენი სახელი და გვარი.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|