|
დასახელება:
სამეურნეო-ტექნიკური თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
მეღვინეობა ხარება
|
|
გამოქვეყნდა: 16 მარტი
/ ბოლო ვადა: 16 აპრილი
|
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.
კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.
კომპანია "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო-ტექნიკური თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ვაჩნაძიანის მარნი
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00
სამუშაო გრაფიკი: კვირაში- 5 სამუშაო დღე 40-საათი.
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე
ანაზღაურება: 1800 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწარმოში არსებული გათბობა-გაგრილების სისტემების (HVAC) ტექნიკური მონიტორინგი, ფილტრების წმენდა და რეგულარული მოვლა გათბობა-გაგრილების სისტემების პროგრამული მართვის პარამეტრების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება კომპეტენციის ფარგლებში.
** ტექნიკური გაუმართაობის იდენტიფიცირება და პრობლემების პირველადი აღმოფხვრა.
** საწარმოში არსებული სანტექნიკური და საკანალიზაციო სისტემების მოვლა, კონტროლი და მცირე გაუმართაობების აღმოფხვრა.
** სხვადასხვა მცირე სარემონტო და სახელოსნო სამუშაოების შესრულება საწარმოს შენობებსა და დამხმარე ინფრასტრუქტურაში.
** კარების, საკეტების, ფიქსატორების, ანჯამების და ავეჯის რეგულირება, შეკეთება და ტექნიკური გამართვა.
** საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის პერიოდული დათვალიერება და პრობლემების დროული იდენტიფიცირება.
** საწარმოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სამშენებლო და ტექნიკური მასალის (ლითონი, ხე, პლასტიკი და სხვა) შეგროვება, სორტირება და შესაბამის ბუნკერებში განთავსება.
** ტერიტორიის სეზონური მოვლა — ბალახის მოთიბვა, არასასურველი ნარგავების მოჭრა და ტერიტორიის მოწესრიგება.
** საწარმოს გარე ტერიტორიის, პერიმეტრისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის წესრიგისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სამეურნეო-ტექნიკური სამუშაოების შესრულება საწარმოს გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
** აღმოჩენილი ტექნიკური პრობლემების შესახებ დროული ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მართვის მოწმობა B კატეგორია (სავალდებულო არ არის);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კეთილსინდისიერი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამეურნეო-ტექნიკური თანამშრომლის პოზიცია".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|