|
დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 16 მარტი
/ ბოლო ვადა: 16 აპრილი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.
პოზიციის მიზანი:
ფინანსური მონაცემების ანალიზი, შემოსავლებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის ხელშეწყობა, ბიზნეს პროცესების ეფექტიანობის შეფასება და მენეჯმენტის მხარდაჭერა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
ფინანსური ანალიზი და ანგარიშგება:
** ფინანსური მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია და ანალიზი;
** თვიური და კვარტალური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი ანალიზის წარმოდგენა;
** არაპირდაპირი ხარჯების გადანაწილება.
ბიუჯეტირება და პროგნოზირება:
** წლიური და ოპერაციული ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
** შემოსავლებისა და ხარჯების პროგნოზირების განხორციელება;
** სხვადასხვა ფინანსური და ბიზნეს სცენარის მოდელირება.
ბიზნეს ანალიტიკა:
** ატრაქციონების, ღონისძიებებისა და მომსახურებების მომგებიანობის ანალიზი;
** ვიზიტორთა ნაკადისა და შემოსავლების ტენდენციების შეფასება;
** ფასების პოლიტიკის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
ძირითადი უნარები:
** ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტის უნარი;
** ბიზნეს პროცესების გააზრება და მონაცემების ინტერპრეტაციის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარი.
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა (ფორმულები, მონაცემთა ანალიზი, და სხვ.);
** ბუღალტერიის საფუძვლების კარგი ცოდნა და ფინანსური ანგარიშგების ძირითადი პრინციპების გაგება;
** მონაცემებზე მუშაობისა და ანალიტიკური დასკვნების გაკეთების უნარი;
** საოპერაციო/კორპორატიულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ERP, ფინანსური ან საბუღალტრო პროგრამები ჩაითვლება უპირატესობად);
** შესაბამისი უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირება;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნაც);
** მონაცემთა ანალიზისა და ფინანსური მოდელირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე, დეტალებზე ორიენტაცია და გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი.
პირობები:
** ხელფასი 1500-2000 ლარი.
** დაზღვევა და მობილურის ბალანსი.
** 5 სამუშაო დღე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV (რეზიუმე) ფოტოსურათით შემდეგ ელ.მისამართზე: HumanResources@park.ge განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 16 აპრილი.
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება! საკონტაქტო T - 599 151796.
|
|
|
|