Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708200&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Black & White London
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
კომპანია "Black & White London", წარმოადგენს მულტიბრენდულ კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100-მდე სხვადასხვა ბრენდული კომპანიის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს. მაღაზია "Black & White London" მდებარეობს ვაჟა-ფშაველას 52 ნომერში.

მაღაზია "Black & White London" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლის კონსულტაცია;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის განლაგება, დალაგება;
** პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა;
** თაროების მოწესრიგება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

ზოგადი პირობები:

** სამუშაო გრაფიკი დღეში 11:00-იდან 21:00-მდე, ყოველი მესამე დღე დასვენებაა;
** ხელფასი: 1300 ლარი საშემოსავლოს ჩათვლით + გამომუშავების ყოველთვიური პროცენტი.

პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე,
** ფლობს საშუალო დონეზე ინგლისურ და რუსულ ენებს
** ჰქონია გაყიდვების სისტემასთან სამუშაო გამოცდილება.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე: info@blackandwhite.london
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია