Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708161&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანებს. გელით მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. გამრეკელის 19
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 09:30-18:30

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ვებ-გვერდის ყოველდღიური ადმინისტრირება, სტრუქტურისა და შინაარსის მართვა და განახლებების კოორდინაცია;
** არსებული და ახალი პროდუქტების SWOT ანალიზის ჩატარება განსაზღვრული პერიოდულობით და მათი პოზიციონირების შეფასება ბაზარზე;
** ვებ-გვერდის გამართულობის, ტრაფიკის, მომხმარებლის ქცევის და კონვერსიის მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით;
** ვებ-გვერდთან დაკავშირებული ტექნიკური ან ფუნქციური პრობლემების იდენტიფიცირება და IT გუნდთან კოორდინაცია;
** UX/CX გაუმჯობესებისა და კონვერსიის ზრდის მიმართულებით ინიციატივების შეთავაზება და განხორციელების მონიტორინგი;
** მარკეტინგული გუნდის ოპერატიული კოორდინაცია და დეპარტამენტებიდან მიღებული დავალებების პრიორიტეტიზაცია;
** მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევების ორგანიზება და ანალიზი;
** გაყიდვების გუნდისთვის ახალი და განახლებული პროდუქტების შესახებ ტრეინინგების ორგანიზება და ჩატარება.
** მარკეტინგული აქტივობების შედეგების ანალიზი და პერიოდული ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
** მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
** პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილება საფინანსო ან სადაზღვევო სექტორში;
** E-commerce მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** სასურველია ვებ-გვერდის/აპლიკაციის მართვისა და ადმინისტრირების გამოცდილება;
** ვებ ანალიტიკური ინსტრუმენტების (მაგ.: Google Analytics ან სხვა მსგავსი პლატფორმები) გამოყენების გამოცდილება;
** ციფრული მარკეტინგის კამპანიების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
** კომპანიის ვებ-გვერდისა და აპლიკაციის ადმინისტრირების, მონიტორინგის, UX/CX გაუმჯობესებისა და ანალიტიკური ზედამხედველობის პროცესების ცოდნა;
** SEO-ს, ვებ-ანალიტიკისა და კონტენტის/სტრუქტურის მართვის საბაზისო ან პრაქტიკული ცოდნა;
** ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი", დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია