Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეოტეკ დისტრიბუცია
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
შპს "ჯეოტეკ დისტრიბუცია" (მსოფლიო ბრენდების (Shark, Ninja, JBL, HarmanKardon, Dyson, და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში) საქართველოში აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

მდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
** 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში (სასურველია რითეილის სფეროში);
** ციფრული პლატფორმების ცოდნა — სასურველია;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** ბრენდის ცნობადობის ზრდა და პოზიციონირება ბაზარზე;
** ფასდაკლებების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების ინიცირება და მართვა კომერციულ მენეჯერთან ერთად;
** ფილიალების ვიზუალური მარკეტინგული უზრუნველყოფა (POS მასალები, დიზაინი, გაფორმება);
** ონლაინ და ოფლაინ მარკეტინგული არხების კოორდინაცია;
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე მუშაობა — უკუკავშირისა და ლოიალობის სისტემის მართვა;
** გაყიდვების ანალიზი და მარკეტინგული KPI-ების შემუშავება და შეფასება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის მართვა და სარეკლამო სააგენტოებთან თანამშრომლობა;
** მომხმარებელთა სეგმენტაციისა და მიზნობრივი კამპანიების დაგეგმვა და მათზე დაფუძნებული დეტალური რეპორტების მომზადება;
** Influencer Marketing-ის ან სარეკლამო პარტნიორების მენეჯმენტი;
** ახალი პროდუქტის ან მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებული მარკეტინგული სტრატეგიების მხარდაჭერა;

პიროვნული თვისებები:

** მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა;
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კრეატიულობა;
** კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
** ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@geoteckltd.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მარკეტინგის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე