Робота для біженців з України
სომელიე - მანავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სომელიე
მომწოდებელი: მეღვინეობა გიუაანი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
"გიუაანი" მეღვინეობა აცხადებს ვაკანსიას სომელიეს პოზიციაზე.

"გიუაანი" მეღვინეობა მდებარეობს საგარეჯოში, სოფელ მანავში.

გიუაანი აღიარებულია როგორც "საუკეთესო მეღვინეობა ღვინის ტურიზმის მიმართულებით" საქართელოს ტურიზმის დაჯილდოების მიერ. გიუაანს ასევე აქვს მოგებული "2026 წლის საუკეთესო ქართული მეღვინეობა" პრესტიჟულ IWSC კონკუკრსზე. გიუაანის ღვინის ისტორია 1894 წლიდან იწყება, მეღვინეობის მთავარი ორიენტირი კი - თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებისა და ტრადიციების ერთმანეთთან შეთავსებით, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებაა. კომპლექსი აერთიანებს ღვინის საწარმოს, სასტუმროს და რესტორანსა.

ვეძებთ კომუნიკაბელურ სომელიეს, რომელიც შეუერთდება ჩვენს მეგობრულ გუნდს 2025 წლის სეზონის განმავლობაში.
თუ გიყვართ ღვინო და ადამიანებთან ურთიერთობა, მაშინ ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!

ადგილმდებარეობა: მანავი, საგარეჯოს რაიონი, კახეთი, (ყოველდღიური ტრანსპორტით თბილისიდან ან დარჩენის შესაძლებლობით სურვილის შემთხვევაში)
სეზონი: აპრილი/მაისი - ოქტომბერი (პოტენციური გაგრძელების შესაძლებლობით, ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში)

ძირითადი ვალდებულებები:

** მარნის ტური: ქართული ტრადიციული და ევროპული ღვინის წარმოების მეთოდების გაცნობა სტუმრებისთვის.
** ჩვენი ღვინოების პროფესიონალური დეგუსტაციების ჩატარება.
** გიუაანის ისტორიისა და უნიკალური მიდგომების აღწერა.
** ღვინის გაყიდვებში მონაწილეობა მანავში
** საჭიროებისამებრ თბილისში დეგუსტაციებში და გამაოფენებში მონაწილეობის მიღება
** მენეჯერის მიერ მითითებული დამატებითი დავალებების შესრულება.
** სამუშაო გრაფიკი შეთანხმდება მენეჯერთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და სტუმართმოყვარეობის სიყვარული.
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია; დამატებითი ენები - უპირატესობად ჩაითვლება.
** პოზიტიური განწყობა და გუნდური მუშაობის უნარი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** სომელიეს გამოცდილება ან ღვინის სფეროს ცოდნა მიიჩნევა უპირატესობად, თუმცა მზადყოფნა სწავლისთვის აუცილებელია.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + შესრულებული დეგუსტაციებიდან ბონუსი

ბენეფიტი:

** სურვილის შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილობრივი დაფარვა.
** ყოველდღიური ტრანსპორტირება თბილისიდან გიუაანამდე და უკან.
** კვება.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV მეილზე: jobs@giuaani.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე