|
დასახელება:
გერმანულენოვანი რეკრუტერი
|
| მომწოდებელი:
CMX Solutions
|
|
გამოქვეყნდა: 16 მარტი
/ ბოლო ვადა: 16 აპრილი
|
გერმანული კომპანია "სი ემ იქს სოლუშენს"-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანსა და თბილისში. მრავალენოვანი ქოლ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.
CMX Solutions მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია გერმანულენოვანი რეკრუტერის პოზიციაზე, სრულ სამუშაო განაკვეთზე.
მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #71, რეგუსის ბიზნეს ცენტრი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური კანდიდატების მოძიება და შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება;
** შერჩევის პროცესის სრულყოფილი მართვა გერმანულ ენაზე;
** კანდიდატების მონაცემების მართვა და განახლება კომპანიის HR სისტემაში;
** პოზიციების მიხედვით ტესტირების დაგეგმვა, ორგანიზება და შედეგების ანალიზი;
** შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია;
** სამუშაო აღწერების მომზადება და განახლება (გერმანულ ენაზე);
** უნივერსიტეტებთან და სკოლებთან თანამშრომლობა;
** კანდიდატებისთვის სამუშაო პროცესების გაცნობა და ინფორმირება;
** მარკეტინგის გუნდთან კომუნიკაცია - ვაკანსიების დიზაინის გადამოწმება და გამოქვეყნებამდე დამტკიცება, ან კორექტირების ინიცირება;
** HR საქმიანობასთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება და მონაცემთა ანალიტიკა;
** მონაწილეობა სხვადასხვა HR პროექტებსა და ღონისძიებების ორგანიზებაში.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია HR, ბიზნესის, ფსიქოლოგიის ან შესაბამისი მიმართულებით);
** გერმანული ენის ცოდნა - C1 დონეზე;
** ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B1 დონეზე;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office, Google Workspace და სხვ.);
** კომუნიკაციის მაღალი უნარი, განსაკუთრებით გერმანულენოვან აუდიტორიასთან;
** ოპერატიულობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გერმანულენოვან სამიზნე აუდიტორიასთან აქტიური და მჭიდრო კომუნიკაციის გამოცდილება;
** თანამშრომლების შერჩევის პროცესში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
** HR სისტემებთან ან მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
** გერმანულენოვანი პროფესიული აუდიტორიის ცოდნა და შესაბამის ქსელებთან კავშირი (ჩაითვლება უპირატესად).
ჩვენ გთავაზობთ:
** მოქნილ სამუშაო საათებს;
** დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას, წინასწარ შეთანხმებით და სამუშაო დატვირთვის მიხედვით;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას;
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV გერმანულ, ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: jobs@cmx-solutions.com არაუგვიანეს 17.04.2026-ისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გერმანულენოვანი რეკრუტერი".
გისურვებთ წარმატებებს!
აპლიკაციის წარდგენით ვაცხადებ თანხმობას, რომ შპს "სიემიქს სოლუშენს"-მა რეკრუტირების პროცესთან დაკავშირებით შეინახოს ჩემ მიერ მოწოდებული დოკუმენტები და პერსონალური მონაცემები 6 თვის ვადით დასაქმების კამპანიაში მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.
ამავე დროს ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი განვაცხადო თანხმობაზე, თუმცა ვიცი, რომ უარის შემთხვევაში შპს "სიემიქს სოლუშენს" ვეღარ შეძლებს ჩემთან დაკავშირებას სამომავლო პოტენციური რეკრუტირების პროცესში, იმ პოზიციებთან მიმართებით რომელიც შესაძლოა შესაფერისი იყოს ჩემი კანდიდატურისთვის.
|
|
|
|