Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708085&print=yes&view=jobs
 
კონტენტ კრეატორი - სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი - სტაჟიორი
მომწოდებელი: Epicalorie.shop
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
"Epicalorie.shop" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორი კონტენტ კრეატორის თანამდებობაზე.

Epicalorie.shop — ორგანული საკვები პროდუქტებისა და კოსმეტიკის მაღაზიათა ქსელი - ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი 40 (ახალი ფილიალი)

"Epicalorie.shop" წარმოადგენს ევროპის კავშირში წარმოებული 500+ სახეობის ბიო და ორგანული საკვები და კოსმეტიკის პროდუქტების ექსკლუზიურ ხაზებს საქართველოში.

ჩვენ ვქმნით ბრენდს, რომელიც აერთიანებს ჯანსაღ ცხოვრებას, ესთეტიკას და მაღალი ხარისხის კონტენტს — ამიტომ ვეძებთ კრეატიულ ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად შექმნის შთამაგონებელ ვიზუალურ და ციფრულ ისტორიებს.

რატომ ჩვენ?

შემოგვიერთდი და შექმენი კონტენტი, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანების ყოველდღიურ არჩევანზე:

** გადაიღებ და შექმნი ვიზუალურ კონტენტს (Reels, Stories, ფოტოები);
** მონაწილეობას მიიღებ ბრენდის ყოველდღიური ცხოვრების გადაღებასა და იდეების გენერირებაში;
** შექმნი ორგანული ცხოვრების სტილის ინსპირაციულ კონტენტს;
** ბონუსად: მიიღებ პრაქტიკულ გამოცდილებას ბრენდინგში, მარკეტინგში და კონტენტის სტრატეგიაში.

შენი მოვალეობები:

** სოციალური მედიისთვის კონტენტის დაგეგმვა და შექმნა;
** მოკლე ვიდეოების (Reels/TikTok style) გადაღება და მონტაჟი;
** Instagram / Facebook გვერდების მხარდაჭერა;
** ახალი პროდუქტების ვიზუალური პრეზენტაცია;
** მარკეტინგული იდეების შემუშავებაში მონაწილეობა;
** ტრენდების მონიტორინგი და კრეატიული ინიციატივების შეთავაზება.

ჩვენ გეძებთ, თუ:

** ხარ კრეატიული, აქტიური და სოციალური მედიის მოყვარული;
** გიყვარს ფოტოების და ვიდეოების გადაღება;
** გაქვს საბაზისო editing skills (CapCut, Canva, ან მსგავსი);
** გაინტერესებს lifestyle, organic & wellness კონტენტი;
** ფლობ ინგლისურს (B1+) — დამატებითი ენა პლიუსია;
** გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი — მთავარია მოტივაცია.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: სტაჟირება 3 თვე + ბონუს სისტემა (ზრდის პერსპექტივით)
** სტაჟირება: 3 თვე
** გრაფიკი: მოქნილი (part-time / internship format)

დამატებითი სარგებელი:

** თანამშრომლის ფასდაკლება პროდუქტებზე
** უფასო ორგანული სასმელები - მატჩა, ყავა, კაკაო
** რეალური გამოცდილება სწრაფად მზარდ lifestyle ბრენდში
** პროფესიული ზრდა ციფრულ მარკეტინგში

როგორ შეავსო განაცხადი?

გამოგვიგზავნე CV ან portfolio: info@epicalorie.shop
ან შეავსე ონლაინ ფორმა: https://epicalorie.shop/career
Instagram: https://instagram.com/epicalorie.shop
Facebook: https://facebook.com/epicalorie.shop
Website: https://epicalorie.shop

თუ გინდა იყო გარემოში, სადაც კრეატიულობა, ჯანმრთელი ცხოვრება და ბრენდის შექმნა ერთ სივრცეში ერთიანდება,
Epicalorie გელოდება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია