Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708083&print=yes&view=jobs
 
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Epicalorie.shop
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
"Epicalorie.shop" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

Epicalorie.shop —ორგანული საკვები პროდუქტებისა და კოსმეტიკის მაღაზიათა ქსელი
- ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი 40 (ახალი ფილიალი)

"Epicalorie.shop" წარმოადგენს ევროპის კავშირში წარმოებული 500+ სახეობის ბიო და ორგანული საკვები და კოსმეტიკის პროდუქტების ექსკლუზიურ ხაზებს საქართველოში.

ჩვენი მომხმარებლები გვირჩევენ — პროდუქტის ორგანულობით, კომფორტით, ცოდნითა და გულიანი მომსახურებით.

რატომ ჩვენ?

შემოგვიერთდი და გახდი ჯანსაღი ცხოვრების ელჩი:

** მოამზადებ ზესაკვები სასმელები (Matcha, Superfoods, Smoothies);
** დაეხმარები მომხმარებელს სწორი არჩევანის გაკეთებაში;
** გაუზიარებ ცოდნას ჯანმრთელ კვებასა და ჯანსაღი სილამაზის პროდუქტებზე;
** ბონუსად: გაგატარებთ ნუტრიციოლოგიისა და ბარისტას ტრენინგს — ისწავლი პროფესიონალურად.

შენი მოვალეობები:

** პროდუქციის სწორად განლაგება, კონტროლი, ფასები და ვარგისიანობა;
** მომხმარებლის კონსულტაცია და გაყიდვების მართვა;
** ონლაინ შეკვეთების მიღება და მოწესრიგება;
** თვიური გეგმის შესრულება და გაყიდვების სტიმულირება;
** ტრენინგებსა და გასტრონომიულ ტესტირებებში მონაწილეობა.

ჩვენ გეძებთ, თუ:

** ხარ კომუნიკაბელური, პოზიტიური და ენერგიული;
** შეგიძლია მარტივად აუხსნა ადამიანს ინფორმაცია;
** გაინტერესებს ორგანული საკვები პროდუქტები და კოსმეტიკა;
** ფლობ ინგლისურს (B2+) — დამატებითი ენა პლიუსია;
** არ არის აუცილებელი გამოცდილება — ყველაფერს ადგილზე გასწავლით.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1000-1500 ლარი + ბონუსი + ნავაჭრის პროცენტი
** სტაჟირება: 1-3 დღე (რამდენიმე საათი)
** გრაფიკი: მოქნილი (შეგიძლიათ აირჩიოთ 10-40 საათი კვირაში)

დამატებითი სარგებელი:

** თანამშრომლის ფასდაკლება პროდუქტებზე
** ზრდადი ანაზღაურების სისტემა
** პროფესიული და კარიერული განვითარება

გამოგვიგზავნე CV: info@epicalorie.shop
ან შეავსე ონლაინ ფორმა: https://epicalorie.shop/career
Instagram: https://instagram.com/epicalorie.shop
Facebook: https://facebook.com/epicalorie.shop
Website: https://epicalorie.shop

თუ გინდა, იყო გარემოში, სადაც ადამიანები ერთმანეთს ზრდაში, ჯანმრთელობაში და ცხოვრებით გაძლიერებაში ეხმარებიან, Epicalorie გელოდება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია