Робота для біженців з України
ობიექტის საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ობიექტის საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: არქთრეიდი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
კომპანია "არქთრეიდი" 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე. კომპანიას შესრულებული აქვს სხვადასხვა ტიპისა და სირთულის არაერთი პროექტი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
არქთრეიდის ფუნდამენტური პრინციპებია ტექნოლოგიური უპირატესობა, საერთაშორისო სტანდარტებსა და რეგულაციებთან თანხვედრა, ეფექტური პროექტის მენეჯმენტი და რესურსების სწორი გადანაწილება, სწრაფი და რენტაბელური სერვისი, რაციონალური და პრაქტიკული გადაწყვეტილებები.

გადადი ბმულზე და გაიგე მეტი არქთრეიდზე: https://archtrade.ge/

კომპანია "არქთრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ობიექტის საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქციის მიღება, დასაწყობება და გაცემა;
** სახარჯი მასალების ნაშთების მოძრაობის კონტროლი;
** საწყობის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების კონტროლი;
** წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა და მათი ნაშთების მინიმიზაციაზე ზრუნვა;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საწყობის მონიტორინგი და მათი ნაშთების კონტროლი;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, PowerPoint)
** საბუღალტრო პროგრამა Superfin-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დასაქმების ხანგრძლივობა- ობიექტის დასრულებამდე. (8 თვე)

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@archtrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 31 მარტი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე