Робота для біженців з України
ოფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფის მენეჯერი
მომწოდებელი: International Business Counselors
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
"International Business Counselors" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო (ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გასული, შემოსული წერილების და საფოსტო გზავნილების კონტროლი.
** ინვოისების დამზადება/გაგზავნა.
** კომპანიის თანამშრომლების საკანცელარიო თუ სხვა სამუშაოსთვის აუცილებელი ინვენტარით დროული მომარაგება.
** კომპანიის სტუმართა მიღება/დახვედრა.
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი გადამისამართება.
** ბრენდირებული ნივთების შეკვეთა.
** კორპორაციული კლიენტების მონაცემთა სიის განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია) (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: bic.corp.company@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე