Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708047&print=yes&view=jobs
 
ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში
მომწოდებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
"ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში" პროექტის ფარგლებში მესამე ნაკადის მენტორთა რეგისტრაცია დაიწყო!

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით და ქალთა გაძლიერების წამყვანი ლიეტუვური ორგანიზაციის - Women Go Tech-ის ჩართულობით.

ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია ტექნოლოგიურ სექტორში ქალების გაძლიერება და განვითარება მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი გულისხმობს ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული ახალი კურსების შემუშავებას, ინტენსიური 5 თვიანი სწავლა/სწავლებისა და მენტორობის პროგრამების განხორციელებას და დაინტერესებულ საჯარო და კერძო სტრუქტურებთან პარტნიორობას, რათა შეიქმნას დასაქმების მეტი შესაძლებლობა სწრაფად მზარდი ტექნოლოგიების სფეროში და აღმოიფხვრას გენდერული უთანასწორობა.

პროექტის ფარგლებში, მენტორი ბენეფიციარს დაეხმარება ინფორმაციის, რჩევისა და გამოცდილების გაზიარებაში. ასევე, მენტორი ხელს შეუწყობს ბენეფიციარს მისი პოტენციალის გაცნობიერებასა და სირთულეების გადალახვაში.
პროექტის მესამე სეზონისთვის გათვალისწინებულია ჯამში 150 ლექტორისა და 650 ბენეფიციარის ჩართვა.

სამენტორო პროგრამები:

პროექტის ფარგლებში, სამენტორო პროგრამები მიმდინარეობს რეგისტრაციის დროს არჩეულ ერთ-ერთ ტექ მიმართულებაში:

** Front-end დეველოპმენტი
** კიბერუსაფრთხოება
** გრაფიკული დიზაინი
** UI/UX დიზაინი
** ციფრული მარკეტინგი

მნიშვნელოვანი თარიღები:

მენტორთა მესამე ნაკადის რეგისტრაციის დაწყება: 30 იანვარი, 2026
რეგისტრაციის დასრულება: 1 ივნისი, 2026 16:00 საათი

დაინტერესებულ პირთა რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ ბმულზე.

სამენტორო ასაკობრივი ჯგუფი:

სამენტორო პროგრამის მიზნობრივი ჯგუფია 18+ წლის პირები, პროექტის ფარგლებში შემოთავაზებულ ტექ მიმართულებებში მინიმუმ 2 წლიანი პროფესიული ან/და სწავლების გამოცდილებით გამოცდილებით.

შერჩევის პროცესი და ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა
** გასაუბრება

პროექტის მენტორები ვალდებულნი არიან ხელი მოაწერონ "ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში" პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ მოწოდებულ სპეციალურ ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს პროექტის და პროექტის მენტორების თანამშრომლობის პირობებს, უფლება-მოვალეობებს, ვალდებულებებს და ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომებს/სახეებს.

სამენტორო განრიგი:

** Front-end დეველოპმენტი - კვირაში 2 შეხვედრა (თითოეულის ხანგრძლივობა: 90 წუთი); შეხვედრის სავარაუდო განრიგი: 19:00-21:00;
** კიბერ უსაფრთხოება - კვირაში 2 შეხვედრა (თითოეულის ხანგრძლივობა: 90 წუთი); შეხვედრის სავარაუდო განრიგი: 19:00-21:00;
** გრაფიკული დიზაინი - კვირაში 2 შეხვედრა (თითოეულის ხანგრძლივობა: 90 წუთი); შეხვედრის სავარაუდო განრიგი: 19:00-21:00;
** UI/UX დიზაინი - კვირაში 2 შეხვედრა (თითოეულის ხანგრძლივობა: 90 წუთი); შეხვედრის სავარაუდო განრიგი: 19:00-21:00;
** ციფრული მარკეტინგი - კვირაში 2 შეხვედრა (თითოეულის ხანგრძლივობა: 90 წუთი); შეხვედრის სავარაუდო განრიგი: 19:00-21:00;

არასამუშაო დღეებში (შაბათი და კვირა) შეხვედრები, შესაძლებელია, დაიგეგმოს დღის საათებშიც.

მენტორობის ფორმატი:

ჰიბრიდული:

** მენტორობა - ონლაინ ფორმატი
** დამატებითი აქტივობები - დასკვნითი ღონისძიება, ნეთვორქინგ სესიები - ფიზიკური ფორმატი

რეგისტრაციის დროს გასათვალისწინებელი ინფორმაცია:

სწავლების პროცესში სრულყოფილად მონაწილეობისთვის, აუცილებელია, პროექტის მენტორს ჰქონდეს Gmail-ის ანგარიში (ელ-ფოსტა). აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება Gmail-ის ელ-ფოსტის საშუალებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია