|
დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სტუდია ეიდისი
|
|
გამოქვეყნდა: 16 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
ა (ა)იპ "სტუდია ეიდისი" აცხადებს კონკურსს სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი. ქ. საირმის N5
სამუშაო განაკვეთი: სრული
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებით
ორგანიზაციის შესახებ
"სტუდია ეიდისი" არის არაკომერციული, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც 1999 წლიდან მუშაობს სოციალურად დაუცველი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ახორციელებს პროგრამებსა და აქტივობებს სამიზნე ჯგუფის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და მათი ოჯახების მხარდასაჭერად.
ძირითადი მოვალეობები
** სოც. მედია სტრატეგიის შემუშავება და მართვა
** ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება
** (ვებ-გვერდი, ელექტრონული ანგარიშები, ბროშურები და სხვა მასალები) დიზაინის დამუშავება და განთავსება
** ორგანიზაციის ვებ-გვერდის, Facebook, LinkedIn, Facebook, Instagram, Tiktok) და სხვა სოციალური გვერდების/ბლოგების მართვა
** გუნდთან შეთანხმებით, ელექტრონული და ბეჭდური პროდუქციის, ინფორმაციული და საგანმანათლებლო მასალების (შინაარსობრივი მხარე) შექმნა, ვიზუალის მომზადება და ბეჭდვის უზრუნველყოფა
** საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის წარმოება
** დახმარების გაწევა საჯარო ინფორმაციის მომზადებასა და გაცემაში, იურიდიული ან ფიზიკური პირების მოთხოვნის შესაბამისად
** მედიასთან ურთიერთობა
** საჯარო პრეზენტაციების, ღონისძიებებისა და საინფორმაციო კამპანიების მომზადება
** ორგანიზაციაში დასაქმებულ პირთა და სამუშაოს განხორციელების ეტაპზე მიღებული ნებისმიერი პირადი სახის და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა
** დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების ვადაში შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება. სასურველია განათლების ფსიქოლოგიაში, სოციალურ მეცნიერებებში ან მომიჯნავე სფეროში;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
** ამ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** ვიდეო მონტაჟის გამოცდილება
** გრაფიკული დიზაინის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Office;
** ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი
უნარები
** კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარები;
** პასუხისმგებლობის უნარი;
** აკადემიური წერის უნარი;
** ჯგუფში მუშაობის უნარები;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარები;
** სტრესულ სიტუაციაში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი.
შერჩევის ეტაპები
** ელექტრონული განაცხადების განხილვა
** გასაუბრება
განაცხადის წარდგენა
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: adc.vacancy.ge@gmail.com Subject ველში მიუთითეთ: "სოციალური მედიის მენეჯერი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 10 აპრილამდე.
|
|
|
|