Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708037&print=yes&view=jobs
 
Bookinghub Lead - ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Bookinghub Lead - ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: bookinghub.ge
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
"Bookinghub" არის ტექნოლოგიური კომპანია ვებაპის ერთ-ერთი მიმართულება, ონლაინ ჯავშნების პლატფორმა, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს მარტივად მოძებნონ და დაჯავშნონ მომსახურებები, ხოლო ბიზნესებს — მიიღონ მეტი მომხმარებელი, უკეთ მართონ შეთავაზებები და გაზარდონ გაყიდვები.

ვაკანსიის აღწერა:

ვეძებთ Bookinghub Lead-ს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი პლატფორმის ყოველდღიურ მართვაზე, ზრდაზე, პარტნიორებთან ურთიერთობის სტრატეგიაზე და შიდა გუნდების კოორდინაციაზე. ეს პოზიცია მოითხოვს როგორც ბიზნეს ხედვას, ასევე პროცესების მართვის უნარს.

ძირითადი მოვალეობები:

** Bookinghub-ის ბიზნეს მიმართულების ყოველდღიური მართვა;
** გუნდის კოორდინაცია და ამოცანების პრიორიტეტიზაცია;
** პარტნიორული ქსელის ზრდის დაგეგმვა;
** ობიექტების აქტივობის, შეთავაზებებისა და შედეგების მონიტორინგი;
** Webapp-ის გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობა;
** ახალი ინიციატივების, შეთავაზებების და კამპანიების დაგეგმვა;
** პლატფორმის ზრდისთვის საჭირო პროცესების ჩამოყალიბება და გაუმჯობესება;
** ძირითადი მეტრიკების კონტროლი: აქტიური ობიექტები, ჯავშნები, პარტნიორების ჩართულობა, განმეორებითი მომხმარებლები და ა.შ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბიზნესის, ოპერაციების ან პროექტების მართვის გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** ძლიერი კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პროცესების გამართვის და კონტროლის უნარი;
** სასურველია გამოცდილება ტექნოლოგიურ, სერვისულ ან მარკეტპლეის ტიპის ბიზნესში.

ჩვენ გთავაზობთ:

** სწრაფად მზარდ პროექტში ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულების შესაძლებლობას;
** დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების სივრცეს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** თანამედროვე და დინამიკურ სამუშაო გარემოს.

დამატებითი ინფორმაცია:

** დასაქმების ფორმატი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო ადგილი: ოფისი - ქ. თბილისი, ი. პოლიტკოვსკაიას 57.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@webapp.ge

სათაურის ველში მიუთითეთ: Bookinghub Lead / ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 13 აპრილი, 2026.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "დიჯითალ ტექნოლოგიებმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია