Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708036&print=yes&view=jobs
 
ონბორდინგისა და ინტეგრაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონბორდინგისა და ინტეგრაციის მენეჯერი
მომწოდებელი: bookinghub.ge
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
"Bookinghub" არის ტექნოლოგიური კომპანია ვებაპის ერთ-ერთი მიმართულება, ონლაინ ჯავშნების პლატფორმა, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს მარტივად მოძებნონ და დაჯავშნონ მომსახურებები, ხოლო ბიზნესებს — მიიღონ მეტი მომხმარებელი, უკეთ მართონ შეთავაზებები და გაზარდონ გაყიდვები.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ახალი პარტნიორი კომპანიების ჩართვაზე Bookinghub-ში და მათი მომსახურებების სწორად ინტეგრაციაზე Webapp-ის და სხვა სისტემასთან, ამიტომ ვაცხადებთ ვაკანსიას ონბორდინგისა და ინტეგრაციის მენეჯერის პოზიციაზე.

ამ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანი უზრუნველყოფს, რომ პარტნიორის სერვისები, სპეციალისტები, სამუშაო გრაფიკები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია სწორად აისახოს პლატფორმაზე და მომხმარებლის ჯავშანი უპრობლემოდ მოხვდეს სისტემაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი პარტნიორი კომპანიების ჩართვა Bookinghub-ში;
** სერვისების, კატეგორიების, ფასების და აღწერების გამართვა;
** Webapp-ის სისტემასთან შესაბამისობის შემოწმება;
** ჯავშნის პროცესის ტესტირება და კონტროლი;
** პლატფორმაზე სწორად გამოჩენის უზრუნველყოფა;
** პარტნიორის გაშვებამდე სრული შემოწმების ჩატარება;
** შიდა ტექნიკურ და საოპერაციო გუნდებთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოპერაციო, იმპლემენტაციის ან პროექტების კოორდინაციის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისტემებთან მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** პრობლემების დროულად აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;
** სასურველია გამოცდილება CRM, SaaS ან მსგავსი ტიპის პროგრამულ პროდუქტებთან მუშაობაში;
** სასურველია სალონების, კლინიკების ან სტომატოლოგიური ინდუსტრიის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ და განვითარებად გარემოს;
** მნიშვნელოვან როლს რეალური შედეგის შექმნაში;
** ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს.

დამატებითი ინფორმაცია:

** დასაქმების ფორმატი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო ადგილი: ოფისი - ქ. თბილისი, ი. პოლიტკოვსკაიას 57.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@webapp.ge

სათაურის ველში მიუთითეთ: bookinghub - ონბორდინგისა და ინტეგრაციის მენეჯერი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 13 აპრილი, 2026.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "დიჯითალ ტექნოლოგიებმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია