|
დასახელება:
გაყიდვების აგენტი / პრისეილერი
|
| მომწოდებელი:
G&A Group
|
|
გამოქვეყნდა: 16 მარტი
/ ბოლო ვადა: 16 აპრილი
|
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარფაბრიკატების წარმოება-დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტი / პრისეილერის პოზიციაზე ბათუმში.
ანაზღაურება: ფიქსი 800₾ (გამომუშავებით 2000-დან 2500-მდე)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ფუნქცია მოვალეობები:
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება.
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება და რესურსების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელი მოთხოვნა- უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება სადისტრიბუციო სფეროში (გაყინულ ხორცპროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
პიროვნული თვისებები:
** ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge ან დაგვიკავშირდით: 595 39 99 93 სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|