Робота для біженців з України
სხვადასხვა - სატერმინალო პოზიციები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა - სატერმინალო პოზიციები
მომწოდებელი: Medlog
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 15 აპრილი
"მედლოგი" არის ლოჯისტიკური კომპანია რომელსაც წამყვანი ადგილი უკავია მსოფლიო ბაზარზე გეოგრაფიული დაფარვის კუთხით. ის წარმოდგენილია 60 ქვეყანაში და კლიენტებს სთავაზობს სხვადასხვა ლოჯისტიკურ მომსახურებას ადგილობრივი წარმომადგენლობის და გუნდის დახმარებით.

"მედლოგ ფოთი" აცხადებს ვაკანსიებს სხვადასხვა სატერმინალო პოზიციებზე თბილისში, მშრალი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქინძმარაულის ქ.37) მათ შორის:

1. ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი (Forklift)

ძირითადი პასუხისმგებლობა- მოვალეობები:

** კონტეინერიდან ავტომობილების უსაფრთხო ჩამოცლა/ჩამოტვირთვა.
** საპარკინგე და გამშვებ პუნქტთან მანქანების უსაფრთხო გადაადგილება.
** უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ჩანგლიანი დამტვირთველის მართვის დამადასტურებელი მოწმობა
** ჩანგლიანი დამტვირთველის ზოგადი ტექნიკური მახასიათებლების (ტვირთამწეობა, მუშაობის საერთო პრინციპები, უსაფრთხო ექსპლოატაციის წესები) შესახებ ცოდნა.
** პასუხისმგებლიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული (ორშაბათი-პარასკევი 9:00 დან 18:00 სთ-მდე)

2. კონტეინერის გადამტვირთველის ოპერატორი (Reach stacker)

ძირითადი პასუხისმგებლობა-მოვალეობები:

** კონტეინერები ჩამოცლა- დატვირთვა ვაგონებიდან და სატრანსპორტო საშუალებიდან;
** კონტეინერების უსაფრთხო დალაგება დაცლის მოედანზე;
** უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კონტეინერის გადამტვირთველის ოპერატორობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კონტეინერის გადამტვირთველის მართვის დამადასტურებელი მოწმობა;
** კონტეინერის გადამტვირთველის ზოგადი ტექნიკური მახასიათებლების (ტვირთამწეობა, მუშაობის საერთო პრინციპები, უსაფრთხო ექსპლოატაციის წესები) შესახებ ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული (ორშაბათი-პარასკევი 9:00 დან 18:00 სთ-მდე)

3. დაცლა-დატვირთვის მუშა

ძირითადი პასუხისმგებლობა-მოვალეობები:

** ავტომობილის კონტეინერიდან უსაფრთხო გადმოტვირთვა
** ტვირთის დაცლა/ჩატვირთვისთვის განკუთვნილი ტერიტორიის მოწესრიგება
** უსაფრთხოებისა და დაცვის გუნდთან კოორდინირებული მუშაობა რათა დაიცვას შრომის უსაფრთხოების წესები და რეგულაციები
** დაცლა-ჩატვირთვის დროს წარმოქმნილი საწარმოო ნარჩენების და სეპარაციის უტილიზაცია, დასაწყობება და ტერიტორიის დასუთავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული (ორშაბათი-პარასკევი 9:00 დან 18:00 სთ-მდე)
ადგილმდებარეობა: თბილისი

4. დამლაგებელი

ძირითადი პასუხისმგებლობა-მოვალეობები:

** მასზე მიმაგრებული საოფისე სივრცის, ოთახების, ეზოს, სველი წერტილების მოწესრიგება და დროულად და ხარისხიანად დაასუფთაება;
** შრომის დაცვისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ჰიგიენური ნორმების დაცვა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ჰიგიენის და უსაფრთხოების ძირითადი წესების ცოდნა;
** პასუხისმგებლობა.

სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული (ორშაბათი-პარასკევი, 9:00-დან 18:00 სთ-მდე)
ადგილმდებარეობა: თბილისი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სათაურის ზოლში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ელფოსტა - geo-hr@medlog.com

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა არის 15 აპრილი, 2026

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე