|
დასახელება:
ფასწარმოქმნის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Georgia Destination Management
|
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 14 აპრილი
|
სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას ფასწარმოქმნის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით და პარტნიორები ჰყავს "გალფი"-სა და "დსთ"-ის ქვეყნებში. მუშაობს B2B მიმართულებით და ასევე, საქართველოს სტუმრებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს. "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აერთიანებს ორასამდე თანამშრომელს და პოზიციონირებს, როგორც ქალაქ თბილისში, ასევე ბათუმში.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: ჰიბრიდული - კვირის დღეებში 2-3 დღე ოფისიდან სამუშაო,
მისამართი: მერაბ კოსტავას 14 (სტამბა)
ანაზღაურება: 1000 ლარი პირველი სამი თვე, სამი თვის გასვლის შემდეგ 1500 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროებისგან მოწოდებული ინფორმაციის მიღება, დამუშავება
და სისტემაში სწორად ასახვა
** ფასების რეგულარული კონტროლი, განახლება და საჭიროების
შემთხვევაში ჩასწორება სისტემაში
** საჭიროების შემთხვევაში სასტუმროებთან კომუნიკაცია
ინფორმაციის დაზუსტების მიზნით
** ახალი სასტუმროების დამატება და არსებული სასტუმროების
ინფორმაციის რედაქტირება სისტემაში
** ყოველდღიური სამუშაო რეპორტის მომზადება და
პარტნიორებისთვის გაგზავნა
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული
სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Microsoft Excel-ის ცოდნა (ფილტრები, ფორმულები, ცხრილებთან მუშაობა)
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office)
** ქართული და ინგლისური ენის ცოდნა
** მონაცემებთან მუშაობის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე hr@gdm.ge აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|