|
დასახელება:
კონტაქტ ჰაბის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ბიოგრაფი ლივინგ
|
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 13 აპრილი
|
"ბიოგრაფი ლივინგი" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ჰაბის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ძირითადი მოვალეობები:
** შემომავალი და გამავალი ზარების განხორციელება;
** პროექტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და მომხმარებლისთვის ინფორმაციის სრულად მიწოდება;
** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია ტელეფონით, ელ.ფოსტით და სოციალური ქსელების საშუალებით;
** სოციალური ქსელების სხვადასხვა არხებში შემოსული შეტყობინებებისა და კომენტარების დროული მართვა;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უზრუნველყოფა და საკითხების დროული გადაწყვეტა;
** CRM სისტემაში მუშაობა;
** რეგულარული რეპორტების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ძლიერი წერითი და რედაქციული უნარები ქართულ ენაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება:
** მომხმარებელთან ურთიერთობის ან სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1, 500 ₾ თვეში + ყოველთვიური ბონუსი;
** სამუშაო ლოკაცია: ჰიბრიდული (ოფისი/სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/1v4wu5zc
|
|
|
|