Робота для біженців з України
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: კაფეტერია Canteen_Area
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 27 მარტი
"კავკასიის უნივერსიტეტის" ისტორია იწყება 1998 წლიდან კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.

CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.

კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 74 ქვეყნის 359 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.
CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა ეკონომიკის და განათლების სკოლებისგან.

კავკასიის უნივერსიტეტის კაფეტერია "CanteenArea" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** პროგრამებთან და სალარო აპარატთან მუშაობა;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება;
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.

მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სამუშაოს სწრაფი და ეფექტურად შესრულების უნარი;
** ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** თავაზიანობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00-დან - 20:00 საათამდე; შაბათი - 10:00-დან 18:00-მდე. თვეში 12-13 სამუშაო დღე.
** ანაზღაურება: 700 ლარი.
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (პერიოდი ანაზღაურებადია).

დაინტერესებულმა პირები გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551 75 19 19 ან სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოგვიგზვანოთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: irinanikoleishvili@cu.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 27 მარტის ჩათვლით.

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე