|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
კონტაქტჰოუმი
|
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 14 აპრილი
|
"Kontakt" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
"Kontakt" არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!
ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).
უკვე 250-მდე პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.
ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ბუღალტრის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:
** საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა არსებული კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად;
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** საბანკო გადარიცხვების შესრულება;
** დებიტო-კრედიტორების დავალიანების კონტროლი;
** კონტრაგენტებთან შედარება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
ჩვენს გუნდში ვეძებთ ბუღალტერს, რომელსაც აქვს:
** პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
** 1C/Balance პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საკომუნიკაციო და მასალების სათარგმნ დონეზე);
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და პროექტების მართვის უნარი.
რატომ უნდა შემოგვიერთდე?
** გრაფიკი: 09:00-18:00, შაბათი და კვირა დასვენება;
** ანაზღაურება: 1800 ლარი;
** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);
** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.
მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მისამართზე: CV@kontakt.ge
გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "ბუღალტერი"
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 14.04.2026
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|