|
დასახელება:
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტ. IT პროექტების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს საპენსიო ფონდი
|
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 23 მარტი
|
სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს კონკურსს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის IT პროექტების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** IT პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე პროცესებისა და სისტემების ზოგადი ცოდნა;
** პროექტების დაგეგმვის, ვადების კონტროლისა და პროგრესის მონიტორინგის უნარი;
** პროექტული რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის გამოცდილება;
** Jira-ს ან ანალოგიური პროექტების მართვის სისტემის გამოყენების გამოცდილება;
** დოკუმენტაციის მომზადებისა და სტატუსის ანგარიშების წარმოების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფარგლებში ყველა ტიპის IT პროექტის დაგეგმვა, კოორდინაცია და მონიტორინგი;
** შიდა ინფორმაციული სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების, ინფრასტრუქტურული და მესამე მხარის სისტემების დანერგვის პროექტების მართვის კოორდინაცია;
** IT პროექტების გეგმისა და სამუშაო გრაფიკის შემუშავება, ამოცანების ვადების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;
** პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი, პროგრესის კონტროლი და დროული რეაგირება გამოვლენილ შეფერხებებზე;
** დეველოპერების, DevOps ინჟინრების, მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის, სისტემური ადმინისტრატორისა და IT ბიზნეს ანალიტიკოსის საქმიანობის კოორდინაცია პროექტების ფარგლებში;
** IT ბიზნეს ანალიტიკოსთან და ტექნიკურ გუნდთან ერთად ბიზნეს მოთხოვნების IT ამოცანებად გარდაქმნაში მონაწილეობა და მათი დაზუსტება;
** ყოველდღიური და ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება, პროექტების სტატუსის განახლება;
** პროექტების მართვის სისტემის საშუალებით ამოცანების დაგეგმვა, მონიტორინგი, სტატუსების კონტროლი და შესრულების პროგრესის თვალყურის დევნება;
** პროექტების სტატუსის რეგულარული ანგარიშების მომზადება და წარდგენა ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი ოფიცრის წინაშე;
** პროექტული (არატექნიკური) რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი ესკალაცია;
** ჩართულ მხარეებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით.
** ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი ოფიცრის სხვა დავალებების შესრულება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pensions.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერტიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge
საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე https://www.pensions.ge/
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
|
|
|
|