|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ქართული კაკალი
|
|
გამოქვეყნდა: 13 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
კაკლის მწარმოებელი და გადამამუშავებელი კომპანია შპს "ქართული კაკალი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2015 წლიდან და ფლობს 70 ჰექტარზე გაშენებული კაკლის ბაღს. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა კაკლის ბაღების მოვლა, მოსავლის მოყვანა და გადამუშავება, პროდუქციის რეალიზაცია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** MS Office პროგრამების სრულყოფილად ფლობა (MS excel, განსაკუთრებით);
** სასურველია, მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოფისის მენეჯმენტის ან ადმინისტრაციის მიმართულებით;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (B2 დონე);
** სასურველია, რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
** სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** კომპანიაში მომზადებული შემოსული და გასული დოკუმენტაციის/კორესპონდენციის გატარება და შესაბამისი რეესტრის წარმოება, დახარისხება და ადრესატამდე მიწოდების უზრუნველყოფა დადგენილი წესით, ელექტრონული არქივის წარმოება;
** ბრძანებების, მინდობილობების, ხელშეკრულებების დრაფტების შევსება/შემოწმება/შენახვა;
** კომპანიის საერთო დოკუმენტების ფაილის (Share folder) მუდმივი განახლება/მონიტორინგი;
** საოფისე და სხვა ნივთების შეძენა;
** ოფისში შემოსული საფოსტო გზავნილების მიღება და ადრესატისთვის ჩაბარების უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის მართვა და პროგრამული შემოწმება;
** შვებულებების გრაფიკის მართვა, განცხადებების დახარისხება;
** მივლინებების მომზადების პროცესში ჩართულობა, ჯავშნების უზრუნველყოფა.
** დაზღვევის პოლისების მართვა;
** შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება;
** სტუმრების მიღების ორგანიზება;
** უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** დირექტორის, მოადგილეების მიერ მითითებული სხვადასხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;
** კომპანიის ცხელი ხაზის და ოფიციალური ელ.ფოსტის მართვა.
ფუნქცია-მოვალეობების ჩაშლა დოკუმენტების მომზადებასთან დაკავშირებით:
** კაკლის ბაღში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიღება, მონაცემების შეგროვება და შესაბამისი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
** სასოფლო-სამეურნეო მასალების (სასუქები, პესტიციდები, ინვენტარი, შესაფუთი მასალები) შესყიდვის პროცესში ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** მოსავლის აღების სეზონთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზებაში მონაწილეობა (მუშახელის აღრიცხვა, ტრანსპორტირება, დოკუმენტაცია);
** გადამამუშავებელ საწარმოში წარმოების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და წარმოების მონაცემების არქივირება;
** ნედლეულის მიღებისა და მზა პროდუქციის მოძრაობის შესახებ ადმინისტრაციული ჩანაწერების წარმოებაში მონაწილეობა;
** პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების (ინვოისები, მიწოდების აქტები, ხელშეკრულებები) მომზადება და კონტროლი;
** ლოგისტიკურ პროცესებში ჩართულობა - პროდუქციის ტრანსპორტირების დაგეგმვის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება (სერტიფიკატები, ინვოისები, კონტრაქტები, ტრანსპორტირების დოკუმენტები);
პიროვნული მახასიათებლები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ლოკაცია და სამუშაო გრაფიკი:
** ოფისის ადგილმდებარეობა: 26 გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა, თბილისი.
** კაკლის ბაღის მდებარეობა: სოფელი ძალისი.
** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 საათი (შესვენება 1 საათი).
ანაზღაურება:
გამოცდილებიდან გამომდინარე, მოლაპარაკების საფუძველზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რომ თქვენი ქართულენოვანი CV/რეზიუმე გადმოგზავნოთ მითითებულ ელ.ფოსტაზე: hr@wv.ge; სათაურის ველში (subject) მიუთითეთ: "ოფისის მენეჯერი". სხვა შემთხვევაში შემოსული განაცხადი არ განიხილება.
დედლაინი: 30 აპრილის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია მითითებულ საიტზე: http://wv.ge/
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ქართული კაკლის" ან შპს "ქართული კაკლის" უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "ქართული კაკალი" ისევე, როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
|
|
|