|
დასახელება:
ქოლგეით-პალმოლივის ბრენდის მოძრავი მერჩენდაიზერი
|
| მომწოდებელი:
შარმ ტრეიდინგი
|
|
გამოქვეყნდა: 13 მარტი
/ ბოლო ვადა: 13 აპრილი
|
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით
Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida, Colgate და სხვა."
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ქოლგეით-პალმოლივის ბრენდის მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე ბათუმში.
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 921 ლარი + 100 ლარი ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სწორად განთავსება მერჩენდაიზინგის სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლების განთავსება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** სარეკლამო მასალის ეფექტური გამოყენება;
** ხელმძღვანელისთვის რეგულარური რეპორტების მომზადება დადგენილი წესისა და ფორმატის შესაბამისად.
დამატებითი უნარები:
** ორგანიზებული;
** ენერგიული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ?
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს;
** უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: g.sikharulidze@sharmtrading.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 799 971. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ქოლგეით-პალმოლივის ბრენდის მოძრავი მერჩენდაიზერი".
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
|
|
|
|