Робота для біженців з України
ხარისხის სამსახურის ინჟინერ-ლაბორანტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის სამსახურის ინჟინერ-ლაბორანტი
მომწოდებელი: Caucasian PET Company
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში. ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე.

ინჟინერ-ლაბორანტი ხარისხის სამსახურში - 1 ვაკანსია.

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ტექნიკური: ქიმია, სურსათის მრეწველობა, მედიცინა.
** წინა თანამდებობა, მოვალეობები: ლაბორანტი, ხარისხის კონტროლის სამსახურის თანამშრომელი, ქიმიკოსი, წარმოების აუდიტორი, ხარისხის მაკონტროლებელი.
** საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა.
** სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება.
** წარმოების ხარისხის კონტროლის გამოცდილება.
** ქართული და რუსული/უკრაინული ენების ფლობა.
** ხარისხის სერთიფიკატების შედგენის უნარი.
** Excel და Word ფაილებთან მუშაობის გამოცდილება.
** საერთაშორისო სტანდარტების ISO და HACCP ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** წარმოების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ინსტრუქციებისა და წესების მკაცრი შესრულება.
** პასუხისმგებლობა, სწრაფი ათვისების უნარი, ყურადღებიანი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** შესაბამისი სტანდარტების დაცვით საწარმოო პროცესის ხარისხის კონტროლი.
** ხარისხის კონტროლის ანგარიშგების დოკუმენტაციის მომზადება გაზომვების განხორციელებით და აღრიცხვით, პროდუქტის სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ ანგარიშების შედგენა და დასკვნების გაცემა.
** ნედლეულის და პროდუქციის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული გაზომვების (ტესტირებების) ჩატარება და შედეგების რეგისტრაცია.
** პროდუქციის შესაბამისობის შესახებ ანგარიშების შედგენა. ხარისხის სერტიფიკატების გაცემის უზრუნველყოფა.
** ნედლეულის მიღების პროცესის კონტროლი.
** ხარისხის ანგარიშგების დოკუმენტაციის მომზადება.

სამუშაო პირობები:

ქ. რუსთავი, ლაბორატორია, საამქრო.
გრაფიკი ცვლებში: 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 დღე სამუშაო - დღის და ღამის ცვლა + 2 დღე დასვენება).
ანაზღაურება 3 თვის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში 1300₾ ხელზე ან 7, 77₾ საათში (დამოკიდებულია ფაქტობრივად გამომუშავებულ დროზე). გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 1500₾ - დამოკიდებულია გამომუშავებული ცვლების რაოდენობაზე, ან 8, 97 ლარი საათში (მაქსიმუმ 15 ცვლა თვეში).

სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).

რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: viktoriya.kovalenko@caucasianpet.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე