|
დასახელება:
მტვირთავი
|
| მომწოდებელი:
დუთი ფრი ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 13 მარტი
/ ბოლო ვადა: 13 აპრილი
|
კომპანია "დუთი ფრი ჯორჯია" წარმატებით ოპერირებს საქართველოში 15 წელზე მეტია და წარმოდგენილია ქვეყნის თითქმის ყველა სახმელეთო საზღვარზე თავისი მაღაზიებით.
"დუთი ფრი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე.
ვაკანტური პოზიცია: მტვირთავი
მისამართი: ქ. თბილისი
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
თანამდებობის მოკლე აღწერა:
მტვირთავი პასუხისმგებელია საქონლის გადაზიდვისა და განლაგების პროცესებზე. ის უზრუნველყოფს უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით ტვირთის უსაფრთხო და ორგანიზებულ გადაადგილებას, საწყობში წესრიგის დაცვას და გუნდური მუშაობის მხარდაჭერას.
ძირითადი მოვალეობები:
** საქონლის გადაზიდვა და განლაგება შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენებით.
** საქონლის სწორად განთავსება და დახარისხება საწყობის ტერიტორიაზე.
** უსაფრთხოების წესების დაცვა როგორც საწყობში, ასევე ტრანსპორტირების პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საქონლის გადატანის, ჩატვირთვისა და საწყობში განლაგების პრაქტიკული გამოცდილება.
** უსაფრთხოების წესების ცოდნა და შესაბამისი დაცვის აღჭურვილობის გამოყენების გამოცდილება.
პიროვნული და პროფესიული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ფიზიკურად დატვირთული სამუშაოების შესრულების უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@dfg.ge
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით და რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "დუთი ფრი ჯორჯია" თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და 2 წლის განმავლობაში შეინახავს თქვენს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებსა და პერსონალურ ინფორმაციას მომავალში პოტენციური დასაქმების შემოთავაზების მიზნით.
|
|
|
|