Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: დუთი ფრი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
კომპანია "დუთი ფრი ჯორჯია" წარმატებით ოპერირებს საქართველოში 15 წელზე მეტია და წარმოდგენილია ქვეყნის თითქმის ყველა სახმელეთო საზღვარზე თავისი მაღაზიებით.

"დუთი ფრი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანტური პოზიცია: საწყობის მენეჯერი
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

თანამდებობის მოკლე აღწერა:

საწყობის მენეჯერი პასუხისმგებელია საწყობის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიან მართვაზე. იგი უზრუნველყოფს პროდუქციის მიღებას, დახარისხებას, შენახვასა და დროულ განაწილებას, აკონტროლებს ლოგისტიკურ პროცესებს და უზრუნველყოფს სასაწყობე ოპერაციების შესაბამისობას კანონმდებლობასა და კომპანიის შიდა რეგულაციებთან.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება წინასწარ გაწერილი პროცედურების შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში პროცესის ოპტიმიზაცია;
** მიღებული პროდუქციის დასაწყობება, აღრიცხვა, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება და შენახვის პირობების კონტროლი;
** პროდუქციის გაცემა წინასწარ გაწერილი პროცედურების შესაბამისად;
** საქონლისა და მატერიალური ფასეულობების მარაგების კონტროლი;
** სასაწყობე ფართის სწორად დაგეგმვა-გამოყენება და საწყობში არსებული პროდუქციის მონიტორინგი (რაოდენობა, მდგომარეობა, სწორი განლაგება);
** ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და მართვა მოთხოვნილი ინტენსივობის შესაბამისად;
** საწყობის თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი და კოორდინაცია;
** საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, განსაკუთრებით Excel);
** ქართული და/ან რუსული ენის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული და პროფესიული უნარები:

** ლიდერული უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაჭრის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
** მიზანმიმართულობა, შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@dfg.ge

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით და რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "დუთი ფრი ჯორჯია" თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და 2 წლის განმავლობაში შეინახავს თქვენს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებსა და პერსონალურ ინფორმაციას მომავალში პოტენციური დასაქმების შემოთავაზების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე