|
დასახელება:
სოციალური მედია მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ალკორიუმი
|
|
გამოქვეყნდა: 13 მარტი
/ ბოლო ვადა: 13 აპრილი
|
პრემიუმ ალკოჰოლის მაღაზიათა ქსელი "ალკორიუმი" და "ვისკის სახლი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ ადამიანს, რომელიც მუდმივად ადევნებს თვალს ციფრულ ტრენდებს, გუნდის წევრებთან ერთად გეგმავს კომუნიკაცაიას პროდუქტებსა თუ სერვისებზე, აღასრულებს მარკეტინგულ კამპანიებს, აანალიზებს შედეგებს და გამოხატავს ინიციატივებს.
სოციალური მედიის მენეჯერის მთავარი საქმე იქნება:
** ბრენდის სოციალური მედიის სრული სტრატეგიის შემუშავება და მართვა (Instagram, Facebook, TikTok)
** კონკრეტულ არხზე მორგებული სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმების განსაზღვრა
** კონტენტ კალენდრის შექმნა
** შედეგზე ორიენტირებული კამპანიების დაგეგმვა, აღსრულება და შედეგების მონიტორინგი
** სოციალურ მედიაში მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი, KPI-ების განსაზღვრა და შედეგების ოპტიმიზაცია
** დიზაინერებთან, მარკეტინგის მენეჯერთან, ფოტოგრაფებთან და ვიდეო-კონტენტის გუნდთან მჭიდრო კოორდინაცია კონტენტის შესაქმნელად
** ინფლუენსერ მარკეტინგზე, UGC-ს და მსგავს კამპანიებზე მუშაობა
** მენეჯმენტისთვის და შიდა გუნდებისთვის დეტალური რეპორტინგი.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
** სტრატეგიული ხედვა და შესრულების უნარი, ჩანაფიქრიდან რეალურ შედეგებამდე იდეის მიტანა
** სოციალური მედიის ანალიტიკის ინსტრუმენტების ცოდნა (Meta Insights, TikTok Analytics, Sprout Social, ან მსგავსი)
** გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის სტრატეგიის სხვადასხვა პლატფორმებზე მორგების და deadline-ზე შედეგის მოტანის სტაბილური გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** კარგი ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობის სურვილი და მათი მხარდაჭერის მზაობა
რას გთავაზობთ ჩვენ:
** თავისუფლება, რომ მართო ბრენდის სოციალური მედია არხები შენი ხედვით, შედეგებზე ორიენტირებულად
** შანსი, იმუშაო როგორც გლობალურ, ისე ახალ საერთაშორისო ბრენდებზე
** მეგობრული, პროფესიონალი გუნდი
** კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@arg.ge და "საგანში" (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სოციალური მედია მენეჯერი.
|
|
|
|