|
დასახელება:
ფინანსური დირექტორი
|
| მომწოდებელი:
ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 13 მარტი
/ ბოლო ვადა: 13 აპრილი
|
აკად. ო. "ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, დიღმის მასივი, ბოხუას ქ.
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ძირითადი მოვალეობები:
** წლიური, კვარტალური და თვიური ბიუჯეტების შედგენის ორგანიზება, საჭირო სამსახურების და კომისიების კოორდინაცია, პროგნოზებისა და კალკულაციების მომზადების ორგანიზება;
** საინვესტიციო და სხვა სახის გადაწყვეტილებების ფინანსური ანალიზის მომზადების კოორდინაცია და კომისიაზე წარდგენა;
** სხვადასხვა სახის ფინანსური ანალიზებისა და ანგარიშების ხარისხის სტანდარტების შექმნა;
** ბიუჯეტიდან არსებული და მოსალოდნელი გადახრების კონტროლის მიზნით და მიზეზების ** დეტალური შესწავლისთვის, საჭირო ერთჯერადი და რეგულარული სამუშაოების ორგანიზება;
** მმართველობითი ანგარიშგების მოწესრიგების მიზნით რეპორტების, ინსტრუქციების, ფორმების მომზადება და დანერგვა;
** პაციენტებისაგან, სადაზღვევოებისაგან და სხვა პარტნიორებისაგან მისაღები შემოსავლების ** ზუსტი აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ფინანსური აღრიცხვის და ოპერაციების სტანდარტების შექმნა და დანერგვა;
** საგადასახადო და ფინანსური რეგულირების ორგანოებთან მიმდინარე ურთიერთობების ** კოორდინაცია და მართვა;
** კლინიკის ფინანსური სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** კლინიკის ფინანსური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და რისკების შეფასება, გადახრებზე რეაგირება;
** ხარჯების ოპტიმიზაციისა და ფინანსური ეფექტიანობის გაუმჯობესების მექანიზმების დანერგვა;
** საგადასახადო და ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ფინანსური დეპარტამენტის მართვა და თანამშრომლების კოორდინაცია;
** ხელმძღვანელობასთან ფინანსური გადაწყვეტილებების მხარდაჭერა და ფინანსური პროგნოზების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ მენეჯმენტში;
** სასურველია სამედიცინო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირების და ფინანსური დაგეგმვის მაღალი დონე;
** ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების კარგი ცოდნა;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ფინანსური პროგრამების და MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ძლიერი ანალიტიკური და მენეჯერული უნარები;
** სტრატეგიული აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@gudushauri.ge
|
|
|
|