Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
HashBank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: გრაფიკული დიზაინერი.
გრაფიკი: სრული, ოფისიდან.

ძირითადი ფუნქციები:

** სოციალური მედიის არხებისთვის (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok) ყოველდღიური ვიზუალური კონტენტის შექმნა.
** ციფრული სარეკლამო კამპანიებისთვის (Web Banners, Google/Meta Ads, პორტალების ბანერები) მასალების დიზაინი და ადაპტაცია.
** ბეჭდური მასალების (ბეიჯები, ფლაერები, პრეზენტაციები, მერჩანდაიზი, Outdoor რეკლამა) დიზაინის შემუშავება და სასტამბოდ მომზადება (Pre-press).
** მარკეტინგის გუნდთან ერთად სარეკლამო კამპანიების იდეების გენერირებაში მონაწილეობის მიღება.
** ბრენდის გაიდლაინების (Brandbook) მკაცრი დაცვა და არსებული ვიზუალური სტანდარტების განვითარება/გაუმჯობესება.
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით (სასურველია სააგენტოში ან ფინანსურ/ტექნოლოგიურ სექტორში მუშაობის გამოცდილება).
** Adobe Creative Cloud-ის პროგრამების პროფესიონალურ დონეზე ფლობა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign).
** Motion Design-ის საბაზისო ცოდნა (Adobe After Effects / Premiere Pro) ჩაითვლება დიდ უპირატესობად.

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დედლაინების დაცვის უნარი.
** დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება (Pixel-perfect მიდგომა).
** გუნდური მუშაობის უნარი და კონსტრუქციული უკუკავშირის მიღების/გაზიარების მზაობა.
** მუდმივი სწრაფვა განვითარებისა და ახალი ტენდენციების ათვისებისკენ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 13 აპრილი 2026.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სავალდებულოა პორტფოლიოს გაზიარებაც.

სათაურის ველში მიუთითეთ: გრაფიკული დიზაინერი

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე