Робота для біженців з України
აკადემიური თანამდებობები - მედიცინის ფაკულტეტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური თანამდებობები - მედიცინის ფაკულტეტი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
შპს "ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში აკადემიური ნიშნით საბაზისო და კლინიკურ დისციპლინებში, ასევე აკადემიური ნიშნით ფსიქოლოგიის (ქართულენოვანი) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი მიმართულებებით:

1) საბაზისო მიმართულებები (აკადემიური ნიშნით) (ინგლისურენოვანი):

ა) ანატომია - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
ბ) ფარმაკოლოგია - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
გ) ფიზიოლოგია - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
დ) ჰისტოლოგია - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი.

2) საბაზისო მიმართულებები (აკადემიური ნიშნით) (ქართულენოვანი)

ა. ჯანდაცვის მიმართულებით - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი.

3) კლინიკური მიმართულებები (აკადემიური ნიშნით) (ინგლისურენოვანი):

ა) საოჯახო მედიცინა - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
ბ) კარდიოლოგია - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
გ) ნევროლოგია - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
დ) ჰემატოლოგია - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
ე) ქირურგია - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
ვ) ენდოკრინოლოგია - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
ზ) ნეიროქირურგია - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
თ) ფსიქიატრია - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
ი) რევმატოლოგია - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
კ) ტრავმატოლოგია - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
ლ) გასტროენტეროლოგია - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
მ) ყბა-სახის ქირურგია - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
ნ) სამედიცინო ტოქსიკოლოგია - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
ო) გადაუდებელი მედიცინა - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
პ) შინაგანი მედიცინა - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი.

4) კლინიკური მიმართულებები (აკადემიური ნიშნით) (ქართულენოვანი):

ა) ენდოკრინოლოგია - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
ბ) შინაგანი მედიცინა - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი

5) ფსიქოლოგიის მიმართულება (აკადემიური ნიშნით) (ქართულენოვანი):

ა. ნეიროფსიქოლოგია - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი.

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს სულ მცირე 6 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, ხოლო კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში სულ მცირე 6 წელი პედაგოგიური და ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება;
გ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან მათი თანაავტორობა;
დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
ე) ინგლისური ენის არანაკლებ B2-დონეზე ცოდნა;
ვ) უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში).

ასოცირებული პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს სულ მცირე 3 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, ხოლო კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში სულ მცირე 3 წელი პედაგოგიური და ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;
გ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციის/პუბლიკაციების გამოქვეყნება ან მათი თანაავტორობა;
დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
ე) ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა;
ვ) უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში).

ასისტენტ-პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციების გამოქვეყნებები ან მათი თანაავტორობა;
გ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
დ) ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა;
ე) კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში სულ მცირე ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება;
ვ) უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში).

შენიშვნა: ინგლისური ენის ცოდნა ქართულენოვან პროგრამაზე კანდიდატისთვის არ წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას.

ფსიქოლოგიის მიმართულებით:

პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით) კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ნეიროფსიქოლოგიაში;
ბ) ჰქონდეს სულ მცირე 6 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
გ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან მათი თანაავტორობა;
დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;

ასოცირებული პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით) კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ნეიროფსიქოლოგიაში;
ბ) ჰქონდეს სულ მცირე 3 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
გ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციის/პუბლიკაციების გამოქვეყნება ან მათი თანაავტორობა;
დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

ასისტენტ-პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (ნეიროფსიქოლოგიის მიმართულება) კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციების გამოქვეყნებები ან მათი თანაავტორობა;
გ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადი ივსება მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთ კონკრეტულ პოზიციაზე);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე:);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ)შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ე) სამეცნიერო/პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
ვ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების სია და ნაშრომები ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ზ) შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);
თ) სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს (არსებობის შემთხვევაში, ხოლო სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საკუთარი რესურსით პერსონალის გადამზადებას);
ი) ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელიც ადასტურებს კლინიკურ გამოცდილებას;
კ) შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში;
ლ) ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი:
ლ.ა) ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ლ.ბ) საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
ლ.გ) საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
ლ.დ) ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
ლ.ე) ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.);
მ) "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა";
ნ) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

კონკურსი ჩატარდება შპს "ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის" შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

1. პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
2. მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები:

1. კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 13 მარტიდან;
2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 14 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით;
3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2026 წლის 24 აპრილის ჩათვლით;
4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2026 წლის 15 მაისისა;
5. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2026 წლის 18 მაისისა;
6.კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2026 წლის 19 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური, ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76. info@eu.edu.ge; ტელ: 032 2 000 171
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე