|
დასახელება:
IT სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Ensana კურორტი საირმე
|
|
გამოქვეყნდა: 13 მარტი
/ ბოლო ვადა: 13 აპრილი
|
"Ensana" აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში
"კურორტი საირმე" ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.
რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: New Sairme, Sairme Resort და Sairme Public. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.
ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.
თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
საერთაშორისო ბრენდი Ensana ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.
ვაკანსიის დასახელება: IT სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის IT ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** კომპიუტერული ტექნიკის (PC, ლეპტოპი, პრინტერი, სკანერი და სხვა პერიფერიული მოწყობილობები) ინსტალაცია, კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა
** ლოკალური ქსელის (LAN/Wi-Fi) ადმინისტრირება და პრობლემების დროული აღმოფხვრა
** ოპერაციული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და განახლება
** თანამშრომლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა (Helpdesk)
** სერვერული სისტემების მონიტორინგი და მონაცემთა უსაფრთხოების კონტროლი
** ვიდეომეთვალყურეობისა და სხვა IT სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა
** IT ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და პრობლემების პრევენცია
** შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
** სასურველის მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება
** Windows ოპერაციული სისტემებისა და საოფისე პროგრამების ცოდნა
** კომპიუტერული ქსელების საბაზისო ცოდნა (LAN, TCP/IP, Wi-Fi)
** ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტირების და სწრაფად გადაწყვეტის უნარი
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად კომპანიაში
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
კომპანიის ბენეფიტი:
** ტრანსპორტირება
** დაზღვევა
** უფასო კვება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: m.kikvidze@sairmeresort.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ: IT სპეციალისტის პოზიციაზე.
|
|
|
|