Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

მაღაზიის პროფილი - ტანსაცმელი/აქსესუარი
მდებარეობა, ს/ც ისთ ფოინთის ახალი სივრცე

სამუშაოს მოკლე აღწერილობა:

** დაქვემდებარებული კადრების მართვა - რაოდენობა 5/6
** გრაფიკების შედგენა - მაღაზიის დროულად გახსნის და ასევე მისი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** კოლექციის მიღება თვეში 1 ან 2 ჯერ.
** დარბაზის ყოველდღიური ზომებით შევსების უზრუნველყოფა
** მაღაზიის სისუფთავის და საწყობის დალაგების უზრუნველყოფა
** გაყიდვებზე მუშაობა
** კადრებისთვის პროდუქციის სწავლება და მათი ცოდნის მუდმივი მონიტორინგი
** სხვადასხვა გაყიდვების ტექნიკების სწავლება კომპანიის მიერ მიწოდებული მასალებზე დაყრდნობით
** თვეში ორჯერ (საჭიროების მიხედვით, უმეტესად 3 კვირაში ერთხელ) დარბაზის გადალაგების დაორგანიზება შესაბამის კადრთან ერთად და მონაწილეობის მიღება.
** სხვადასხვა აქციების თუ ფასდაკლებების დროს კადრების შესაბამისი მობილიზება და სწორი მესიჯების მიცემა.
** ონლაინ შეკვეთების ფიზიკურად მომზადების უზრუნველყოფა

საჭირო გამოცდილება/უნარჩვევები:

** სასურველია მომსახურების გასამარტივებლად, ინგლისური და რუსული ენის ფლობა
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება
** კადრების მართვის უნარი
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ვეძებთ ზრდაზე ორიენტირებულ, პასხისმგებლობით სასვე და ორგანიზებულ ადამიანს.

სამუშაო საათები: 36-40 საათი, კვირაში 6 დღე (ცვლების მიხედვით), 10:00-17:00 და 15:00-22:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1400 ლარი (ხელზე ასაღები), 4 თვის შემდგომ 1600 ლარი, დამატებით ბონუსი გეგმის შესრულების მიხედვით.

ვაკანსიის შესარჩევ ტურში მონაწილეობისათვის, კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს: ფოტოსურათიანი CV შემდეგ მისამართზე vacancy@iconic.ge. სათაურში მიუთითეთ მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე